1734086254
SCMP: ჩინეთში „სიკვდილის ვარსკვლავის“ მსგავსი იარაღი შექმნეს
ჩინელმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ შექმნეს მოწყობილობა, რომელსაც ერთ მიზანზე დარტყმისთვის ელექტრომაგნიტური ტალღების სინქრონიზება შეუძლია.
გაზეთ South China Morning Post-ის (SCMP) ინფორმაციით, ეს სისტემა კოსმოსურ სადგურ „სიკვდილის ვარსკვლავის“ მუშაობის პრინციპს იმეორებს, რომელიც „ვარსკვლავური ომების“ ფილმების სერიაშია გამოყენებული.
შესაბამისი ექსპერიმენტი ჩინეთის დასავლეთ ნაწილში ჩატარდა, სადაც სპეციალისტებმა ააშენეს კომპლექსი 7 მიკროტალღური გამომსხივებლისგან. სხვადასხვა წერტილში განთავსებული მოწყობილობები ენერგიას ერთი სამიზნისკენ მიმართავენ, რითაც მასზე გაძლიერებულ ზემოქმედებას ქმნიან. ავტორების მტკიცებით, გამოსხივების მიღებულ ნაკადს თანამგზავრების სიგნალების ეფექტიანი ჩახშობა შეუძლია.
მანამდე მსგავსი ტექნოლოგიის შექმნა თითქმის შეუძლებლად ითვლებოდა, სიზუსტისადმი მაღალი მოთხოვნის გამო. ელექტრომაგნიტური ტალღების საჭირო ადგილას ერთდროულად მიმართვას უზუსტესი სინქრონიზაცია სჭირდება. SCMP-ი წერს, რომ ჩინელმა მეცნიერებმა ამ სიზუსტის მიაღწიეს.