კლინიკებში მიმართვიანობა გაიზარდა - რომელი ვირუსები ცირკულირებს საქართველოში
1734784051
აშშ-ში Covid-ის ახალი ვარიანტი შეშფოთებას იწვევს. ახალ ვარიანტს ჯანდაცვის წარმომადგენლებმა XBB.1.5 შეარქვეს.
რა უნდა იცოდეთ XBB.1.5-ის შესახებ?
ითვლება, რომ XBB.1.5-ის სიმპტომები წინა ომიკრონის შტამების მსგავსია, თუმცა, ის უფრო სწრაფად ვრცელდება. ადამიანების უმეტესობას აქვს გაციების მსგავსი სიმპტომები.
ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობით, სწრაფი გავრცელების მიუხედავად, ვირუსი სხვა ვარიანტებზე მძიმედ არ მიმდინარეობს. WHO-ის წარმომადგენელი მარია ვან კერჰოვი ასევე აცხადებს, რომ ბოლო ორ კვირაში, ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი აშშ-ში თითქმის გაორმაგდა.
„ეს ვირუსის ყველაზე გადამცემი ქვევარიანტია, რაც კი აქამდე აღმოჩენილა”, - აცხადებს ის.
ამასთან, ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის პროფესორმა ვენდი ბარკლეიმ განმარტა, რომ ეს ცვლილებები „საფეხურიან ქვებს“ ჰგავს, რადგან ვირუსი ვითარდება სხეულის დამცავი მექანიზმების გვერდის ავლით ახალი გზების მოსაძებნად.
ინსტიტუტის დოქტორი ევან ჰარისონი ფიქრობს, რომ XBB.1.5 სავარაუდოდ გაჩნდა, როდესაც ვიღაც დაინფიცირდა ორი განსხვავებული ტიპის Omicron-ით:
„ერთი ვირუსის გენომის ნაწილი უერთდება მეორე ვირუსის მეორე ნაწილს და ისინი ერწყმის ერთმანეთს“,- ამბობს პროფესორი.
ამ ეტაპზე ვირუსის ეს შტამი მსოფლიოს 29 ქვეყანაშია გამოვლენილი, თუმცა WHO მსოფლიოში ვირუსის შემთხვევების გამოვლენის სიმცირეს გენომის სეკვენირების შემცირებას უკავშირებს. ამ ეტაპზე ორგანიზაციას არ აქვს ზუსტი ინფორმაცია, რამდენად სერიოზულად შეიძლება წარიმართოს XBB.1.5-ის შემთხვევები, თუმცა მარია ვან კერჰოვი მიიჩნევს, რომ ინფიცირებულ ადამიანებზე დაკვირვება აჩვენებს, რომ სხვა ვარიანტებთან შედარებით ის მძიმედ არ მიმდინარეობს.