პიკს 2025 წლისთვის ვარაუდობენ - "მზის შტორმმა", შესაძლოა, მსოფლიოს მასშტაბით, სერიოზული პრობლემები შექმნას

მზე

მზე ჩვენი მარადიული თანამგზავრია. ის საათივით ზუსტია და მისი ხილული გზა ცაზე, დროის გაზომვის საშუალებას გვაძლევს.

მზე და მისი გზა დედამიწის სეზონების წყაროც არის. თუმცა, მრავალი თვალსაზრისით, ჩვენი მზე სულაც არაა მშვიდი და უცვლელი.

მეცნიერების აზრით, მზეზე დიდი ცვალებადობა და აქტივობები მიმდინარეობს. კაშკაშა აფეთქებები, რომლებსაც ანთებებს უწოდებენ, რეგულარულად იწვევს უზარმაზარი რადიაციის გამოყოფას. პერიოდულად ჩნდება, მოძრაობს, იცვლება და ქრება ბნელი, ცივი რეგიონები, რომლებსაც მზის ლაქებს უწოდებენ. მძლავრი ამოფრქვევების შედეგად, მზე კოსმოსში ასევე ისვრის მატერიას; ამ პროცესს მზის ნაწილაკების მოვლენას (იგივე მზის რადიაციული შტორმი) უწოდებენ.

მეცნიერების მტკიცებით, მზის აქტივობა დროთა განმავლობაში იცვლება. ის პიკს ყოველ 11 წელიწადში ერთხელ აღწევს; უახლოესი ასეთი პიკი 2025 წლისთვის არის პროგნოზირებული. 

თუ ქარიშხალი ძლიერი იქნება, ის მთელს ჩვენს ტექნოლოგიას, სატელიტებს, ინტერნეტის კაბელებს, შორი დისტანციის ელექტროხაზებსა და ტრანსფორატორებს გაანადგურებს. საერთაშორისო ინფრასტრუქტურაზე მისი გავლენა წარმოუდგენლად დიდი იქნება.

ზოგადად, გეომაგნიტური შტორმი წარმოიქმნება მაშინ, როცა მზის ამოფრქვევა დედამიწის მაგნიტოსფეროს ურტყამს. 

პოტენციურად კატასტროფული მოვლენა

კარინგტონის მოვლენის დროს, 1859 წლის შემოდგომაზე, ატმოსფეროში გაჩენილმა ელექტროდენმა დააზიანა ტელეგრაფის კაბელები და სერვისი მწყობრიდან გამოიყვანა.

ახალგაზრდა ინგლისელმა ასტრონომმა რიჩარდ კარინგტონმა (რიჩარდ კარინგტონი) შენიშნა უჩვეულოდ დიდი ლაქები ვარსკვლავზე, რომლებიც ასხივებდნენ დამაბრმავებელ ნათებას. მალე პლანეტის ბევრ რაიონში ღამე დღედ იქცა. დღე საოცრად ნათელი გახდა ჩრდილოეთის შუქების მწვანე და ჟოლოსფერი ციმციმებისგან. ტელეგრაფი გამოირთო. აპარატებიდან ნაპერწკლები ცვიოდა და ქაღალდს ცეცხლს უკიდებდა.

მაშინ, კაცობრიობას, უბრალოდ, გაუმართლა, რომ ვერ მიაღწია მაღალ ტექნოლოგიურ დონეს, ახლა,„კარინგტონის“ დონის აფეთქება თუ მოხდა, განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენას, მინიმუმ, 10 წელი და ტრილიონობით დოლარი დასჭირდება. 

მაგალითად, 1989 წელს, გეომაგნიტურმა შტორმმა 90 წამით ჩააბნელა კვებეკი, 9 საათით ელექტროენერგიის გარეშე დატოვა 6 მილიონი აბონენტი; ტრანსფორმატორები დაზიანდა ნიუ-ჯერსიშიც, თითქმის მწყობრიდან გამოვიდა მთელი აშშ-ის ელექტროსისტემა. თუმცა, როგორც ერთ-ერთი წინა კვლევიდან ირკვევა, კვებეკის მოვლენას კარინგტონის მოვლენის სიმძლავრის მხოლოდ ერთი-მეათედი უნდა ჰქონოდა.

2013 წელს, ბრიტანული ორგანიზაცია Lloyd’s-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, თუკი კარინგტონის მასშტაბის მოვლენა ახლა მოხდება, ჩრდილოეთ ამერიკის ზარალი 2,6 ტრილიონ დოლარს მიაღწევს. კვლევა იქვე პროგნოზირებს, რომ კარინგტონის დონის სასტიკი გეომაგნიტური შტორმი მომავალში თითქმის გარდაუვალია.

კვლევა Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნდა.

ასევე დაგაინტერესებთ:

სისხლისფერი ცა საქართველოს თავზე - როგორ ხსნის ასტრონომი წუხანდელ მოვლენას