1745863963
პატარა კიბო, გამჭვირვალე თაგვის საშუალებით, პირველად გამოვლინდა - სხეულის სკანირების ახალი მეთოდი

მეცნიერებმა გამჭვირვალე თაგვების გამოყენებით სხეულის სკანირების ახალი მეთოდი შეიმუშავეს, რომელიც ორგანიზმში სიმსივნისა და სხვა დაავადებების აღმოჩენას მნიშვნელოვნად გაამარტივებს. ის პირველად თაგვებზე გამოიყენეს. ახალი პრაქტიკა კონკრეტული ქსოვილების მეტი ხილვადობისათვის ქიმიკატების გამოყენებით ორგანიზმისთვის გამჭვირვალობის მიცემას გულისხმობს. მეცნიერების თქმით, აღნიშნულ პრაქტიკას სამედიცინო სფეროში რევოლუციის მოხდენის პოტენციალი ცალსახად გააჩნია, ვინაიდან ის არსებულ სკანირების ტექნიკაზე უფრო ზუსტ შედეგებს იძლევა.
ახალი მეთოდის გამოყენებით, მკვლევრებმა კიბო ფორმირების ადრეულ სტადიაზე აღმოაჩინეს.
სკანირების ახალი ტექნიკა მეცნიერებს მთელ სხეულში არსებული დაავადებების აღმოჩენის საშუალებას აძლევს, რაც მომავალში მათ ადამიანის ორგანიზმზე მედიკამენტებისა და მკურნალობის გავლენის სრულ გამოკვლევაში დაეხმარება. გარდა ამისა, ინოვაციური მეთოდით მიღებული 3D გამოსახულებების შენახვა ონლაინ მოხდება და მედიკოსებს მონაცემებზე შეუზღუდავი წვდომა ექნებათ.
ახალი მეთოდი არამარტო ადამიანებისთვის, არამედ ცხოველებისთვისაც ძალიან კარგია, რადგან ის ლაბორატორიული ცხოველების გამოყენების საჭიროებასაც ამცირებს. პროფესორ ალი ერთურქის თქმით, აღნიშნულმა ტექნიკამ შესაძლოა ათჯერ შეამციროს ლაბორატორიული ცხოველების რაოდენობა. სკანირების ახალი პრაქტიკის გამოყენება თაგვების გარდა სხვა ცხოველებზეც შეიძლება.
სკანირების ახალი ტექნიკის უზარმაზარი პოტენციალი არაერთმა სიმსივნის მკვლევართა საზოგადოებამ აღიარა. Cancer Research UK-ს თქმით, მთელ სხეულში არსებული სიმსივნური წარმონაქმნების ვიზუალიზაციით მედიკოსები ორგანიზმზე სხვადასხვა მედიკამენტისა და მკურნალობის გავლენის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას მიიღებენ.
ახალი პრაქტიკა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე სხვადასხვა პროცესების შესასწავლად, რაც სამედიცინო კვლევებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია. დოქტორი ნანა-ჯეინ ჩიმპაპის თქმით, მეთოდი ადამიანის ორგანიზმში უჯრედების განვითარების შესწავლის მნიშვნელოვანი იარაღია, რადგან მეცნიერებს ქსოვილების 3D-ში გამოკვლევის შესაძლებლობა ექნებათ. აღნიშნული კი ხელს შეუწყობს ახალი ქსოვილების, უჯრედებისა და დაავადებების იდენტიფიკაციას, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს უამრავი დაავადების გამოკვლევას.
ასევე ნახეთ:
VIDEO: „საშინელება ხდება, გვიშველეთ!“ - კადრები სტიქიის ზონიდან
რომელი ჯიშის ძაღლები გრძნობენ ტკივილს უფრო მეტად - ახალი კვლევის შედეგებმა შეიძლება გაგაკვირვოთ
მოემზადეთ 17 ივლისისთვის - ვისთვის იქნება ეს დღე სასიკეთო და საფრთხილო