იაპონელმა მეცნიერებმა ქალთევზას მუმიის კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს

მუმია

იაპონელმა მეცნიერებმა ქალთევზას მუმიის კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს
გასული წლის თებერვლიდან იაპონელი მეცნიერები კურაშიკის მეცნიერებისა და ხელოვნების უნივერსიტეტიდან (KUSA) იკვლევენ ქალთევზას მუმიას, რომელიც ინახებოდა ენჟუინის ტაძარში ქალაქ ასაკუჩიში, ოკაიამას პრეფექტურაში (იაპონია). შედეგების გამოქვეყნებას იმავე წლის აგვისტოში დაგვპირდნენ, მაგრამ მათ პატივი მხოლოდ რამდენიმე დღის წინ მოახერხეს, - წერს ScienceAlert.

მუმია სიწმინდედ მიიჩნეოდა, ტაძრის მრევლი დიდხანს ეთაყვანებოდა მას, მაგრამ ბოლო 40 წლის განმავლობაში „ქალთევზა“ ყუთში იმალებოდა და სეიფში ინახებოდა, უსაფრთხოებისთვის.

მუმია პატარაა - დაახლოებით 30 სანტიმეტრი სიმაღლის, გვირგვინიდან კუდის წვერამდე. კბილები უჩანს და პატარა ხელებს თავზე იჭერს.

მუმიას აქვს 1903 წლით დათარიღებული დოკუმენტი. ამ დოკუმენტის მიხედვით, ქალთევზა მეთევზეების ბადეს კუნძულ შიკოკუს მიდამოში, 1736 და 1741 წლებში მოჰყვა. ანუ თითქმის 300 წლის წინ. მეთევზეებისგან ნაყიდი რელიკვია რამდენიმე შეძლებულ ოჯახს ეკუთვნოდა, მაგრამ როგორ აღმოჩნდა იგი ტაძარში, უცნობია.

კოზენ კიდას ტაძრის წინამძღვარმა მუმია მეცნიერებს პირადად გადასცა. მეცნიერების სიყვარულის გამო, როგორც ჩანს ან ცნობისმოყვარეობის გამო. ან იქნებ მას არ ეპარებოდა ეჭვი, რომ ქალთევზა ოდესღაც ნამდვილი იყო.

მკვლევრები თავდაპირველად ეჭვობდნენ, რომ მუმია ყალბი იყო. ითვლებოდა, რომ მისი ზედა ნაწილი, სავარაუდოდ, რომელიმე მაიმუნისაგან იყო, ხოლო კუდი - თევზის. ისინი მხოლოდ თაღლითობის დეტალების გარკვევას აპირებდნენ.

გამოკვლევა მოიცავდა „ვიზუალიზაციას, რენტგენოგრაფიას, რენტგენოლოგიურ კომპიუტერულ ტომოგრაფიას, ოპტიკურ და ელექტრონულ მიკროსკოპიას, ფლუორესცენტურ რენტგენის ანალიზს, დნმ-ის ანალიზს და რადიოკარბონული დათარიღებას“.

აღმოჩნდა, რომ მუმიას ჩონჩხი არ ჰქონდა. ძვლებიდან - მხოლოდ ქვედა ყბა, ზოგიერთი მტაცებელი თევზის მსგავსად. სხეული და თავი დამზადებულია ბამბის, ქაღალდის და თაბაშირისგან, რომელიც შერეულია ქვიშასა და ნახშირში. თავზე თმა ცხოველის თმაა. ტანის ზედა ნაწილი დაფარულია თევზი ფუგუს ქერცლებით, ქვედა ნაწილი კი -  კანით. ფრჩხილები დამზადებულია ცხოველის რქისგან.

რადიოკარბონულმა დათარიღებამ აჩვენა, რომ მუმია ძველია, მაგრამ გაკეთდა უფრო გვიან, ვიდრე ეს წერია „თანამედროვე დოკუმენტში“ - 1800-იანი წლების ბოლოს.

მკვლევრები „მუმიის“ ტაძარში დაბრუნებას აპირებენ. მრევლი სავარაუდოდ განაგრძობს თაყვანისცემას. იაპონელებს სჯერათ ქალთევზების, ისინი მათ ნინგს უწოდებენ და მკურნალებად მიიჩნევენ. არსებობს ძალიან პოპულარული ლეგენდა გარკვეული ქალის შესახებ, სახელად იაო ბიკუნი. მან შეჭამა მთელი ქალთევზა და იცოცხლა 800 წელი.

ტაძრის წინამძღვარს სჯერა, რომ მუმია თავისი სამკურნალო ძალით თრგუნავს კორონავირუსებს.