I და II სოფლიო ომები და რუსეთ-უკრაინის ომი სამივე ერთ საკრალურ თარიღს უკავშირდება - ეზოთერიკოს-ნუმეროლოგის პროგნოზი

OMI

ეზოთერიკოსი, ნუმერელოგი, ბიოენერგოთერაპევტი, მანდალათერაპევტი ლინა გახუტიშვილი "პრაიმთაიმთან" საკრალურ ციფრთა კომბინაციაზე საუბრობს, რომელიც პირველ, მეორე მსოფლიო ომებს და ახლა, რუსეთ-უკრაინის ომს უკავშირდება. 

I მსოფლიო ომი - 28/07/1914 - ნუმეროლოგიურად: 2+8+0+7+1+9+1+4=32 3+2=5

II მსოფლიო ომი - 01/09/1939 - ნუმეროლოგიურად: 0+1+0+9+1+9+3+9=32 3+2=5

რუსეთის შეჭრა უკრაინაში -  24/02/2022 ნუმეროლოგიურად: 2+4+0+2+2+0+2+2=32 3+2=5

რას ნიშნავს ციფრთა ეს კომბინაცია, "პრაიმთაიმმა" ეზოთერიკოს-ნუმეროლოგ ლინა გახუტიშვილთან გაარკვია:

"ნუმეროლოგიაში ციფრი 5-იანი რისკს, ხიფათს, კოსმოსურ მინიმოდელს, ადამიანის ფორმას (სხეულს), ასევე ხუთქიმიან ვარსკვლავსაც აღნიშნავს. ლეონარდო და ვინჩი, რომელიც ნუმეროლოგიის დიდი მოყვარული იყო, ამბობდა, რომ 5-იანი საკრალური ციფრია თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით.  ის „ვიტრუვიუსის ადამიანის“ შემქმნელი იყო. 

5-იანი გამოხატავს სეფირა გებურას სიცოცხლის ხეს. 5 არის სიმძიმე და სამართლიანობა. ხოლო კაბალაში რიცხვი 5  შიშის სიმბოლოა, მისი გამოსახულება კი გებურაა - მეფე ეტლში, ომში მიმავალი. მისი ძლიერი მარჯვენა ხელი სამართლიანობის მახვილით იცავს ხალხს და სამართლიანობის ტრიუმფის გარანტიას იძლევა. ასევე, ესაა შიშის სიმბოლოც.

გარდა ამისა, ჰინდუიზმში, რომელიც ასტროლოგიის უძლიერეს ცოდნას ემყარება, 5-იანი შივას ციფრს გამოხატავს და შივა კი დამანგრეველი ღმერთია. 

5-იანი მსოფლიოს ხუთივე კონტინენტის სიმბოლოცაა. ასევე, არსებობს 5 გრძნობის ორგანო, 5 ძირითადი ელემენტი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - იესო ქრისტეს ჯვარცმის დროს, 5 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

რომაული ხუთიანი ასე გამოისახება - V, რაც გამარჯვების აღმნიშვნელი სიმბოლოა. 

5-იანი ასევე, ომის მმართველი პლანეტის - მარსის სიმბოლოცაა. ძველ რომში ხუთქიმიანი ვარსკვლავი ომის ღმერთის - მარსის სიმბოლო იყო. მასონობში პენტაკალი განასახიერებს სინათლეს, ცოდნას და სრულყოფილებას. გამოიყენება თავდაყირა, როგორც ბაფომეტის ბეჭედი. 

პითაგორა ამტკიცებდა, რომ ხუთქიმიანი ვარსკვლავი, ან, როგორც მან უწოდა, ჰიგიეა, წარმოადგენს მათემატიკურ სრულყოფილებას, რადგან ის მალავს ოქროს თანაფარდობას.

5-იანი, როგორც  ვარსკვლავის სიმბოლო, კრემლზეა გამოსახული.

ასეთი უცნაური დამთხვევები სამყაროში ხშირად ხდება, ესაა უბრალოდ ფაქტები და არა - პროგნოზები, ეს მკითხველმა მინდა რომ ცალსახად გაიგოს.