ჰელოუინის დღისთვის, NASA-ს ჯუნოს მისიამ იუპიტერზე საშინელი „სახე“ დააფიქსირა(ფოტო)

იუპიტერი

ჰელოუინთან დაკავშირებით, NASA შეუერთდა „შიშის მომგვრელ აქციებს“,  იუპიტერზე გადაღებული, მოღუშული „სახის“ ახალი სურათის გამოქვეყნებით.

ფოტო გადაღებულია ამერიკის კოსმოსური სააგენტოს „იუნონას“ მიერ, გასულ თვეში, 54-ე ფრენის დროს.

მასზე ნაჩვენებია იუპიტერის ღრუბლები, რომლებიც ქმნიან საკმაოდ უჩვეულო ნიმუშს, რაც დამახინჯებული თვალების, ცხვირისა და პირის შთაბეჭდილებას ტოვებს.
სურათის ნახევარი სიბნელეშია პლანეტის ღამის მხარეზე, რაც NASA-ს თქმით, მხოლოდ ამძაფრებს მღელვარებას, რადგან გამოსახულებას ისე აჩენს, თითქოს სახე იყურება კარის მიღმა.

„ჰელოუინისთვის, NASA-ს ჯუნოს მისიამ იუპიტერზე საშინელი „სახე“ დააფიქსირა“, - დასძინა კოსმოსურმა სააგენტომ.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჯუნო ასეთ სურათს ქმნის. - წერს „დეილიმეილი“

ასევე ნახეთ:

კატასტროფას გადარჩენილი ბორტი - დაკავებულია პილოტი, რომელიც ფრენისას ძრავის გამორთვას ცდილობდა

ამანათით გაგზავნილი 8 თვის ბავშვი ფოსტალიონმა ბებიას ჩაუყვანა

კირკოროვმა რუსეთი მაქსიმ სიტნიკთან ერთად დატოვა - მედია