პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
Alaska Airlines- ის მფრინავ პილოტს ბრალი წაუყენეს მკვლელობის მცდელობისთვის მას შემდეგ, რაც მან ფრენის დროს თვითმფრინავის ძრავების გამორთვა სცადა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, 44 წლის ჯოზეფ დევიდ ემერსონმა, ფრენამდე 48 საათით ადრე, ფსილოციბინის სოკო ჭამა. ავიაკომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ემერსონი, სავარაუდოდ, ცდილობდა თვითმფრინავის ძრავების გამორთვას ძრავის სახანძრო სახელურით, რომელიც თვითმფრინავის ხანძრის ჩაქრობის სისტემაა. ინციდენტის შემდეგ, ორმა სხვა პილოტმა შეძლო აეღო კონტროლი თვითმფრინავზე. საბოლოოდ, ფრენა მშვიდობით დასრულდა.
როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, ფრენის დროს, ემერსონმა თქვა - „არ ვარ კარგად“ და ძრავის გამორთვა სცადა.
ემერსონი გამოიყვანეს კაბინიდან, რომელიც შემდეგ ჩაკეტეს და ფრენის საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. კაბინაში ინციდენტი, დაახლოებით, 90 წამს გაგრძელდა.
ამის შემდეგ, ემერსონი უკანა კაბინაში გადავიდა, სადაც ამბობდა, რომ ის გამოაგდეს. პოლიციას პილოტმა უთხრა, რომ მომხდარი სიზმარი ეგონა. როდესაც თვითმფრინავი დაეშვა, ემერსონი დააკავეს.
ასევე ნახეთ:
როგორ დავიცვათ თავი კიბოსგან - ექიმებმა რისკჯგუფში მყოფები დაასახელეს
ახალი კვლევა, რომლის შედეგები შემაშფოთებელია
ზეითუნის ზეთის რეგულარულმა მოხმარებამ შეიძლება შეამციროს დემენციით სიკვდილის რისკი - კვლევა