1732386875
ერთი ჰოთ-დოგი ჯანსაღი ცხოვრების 36 წუთს გვართმევს - კვლევა
მიჩიგანის უნივერსიტეტის (აშშ) მეცნიერებმა ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე 5800-ზე მეტი სახეობის პოპულარული საკვების ზემოქმედება შეისწავლეს. იმის გასაგებად თუ რამდენ წუთს ართმევს ან უმატებს ესა თუ ის საკვები ადამიანის სიცოცხლეს - მათ თითოეულ საკვებს სპეციალური კოეფიციენტი (ჯანმრთელობის კვების ინდექსი (HENI)) მიანიჭეს.
მკვლევრებმა ასევე გაარკვიეს, თუ როგორ შეგიძლიათ შეცვალოთ მავნე პროდუქტები, რათა გაახანგრძლივოთ ჯანსაღი ცხოვრების წლები და არ დააზიანოთ გარემო. აღმოჩნდა, რომ ამ მიზნების მისაღწევად, შეგიძლიათ შეცვალოთ არა მთლიანი კვების რაციონი, არამედ შეცვალოთ ის ნაწილობრივ.
როგორც მოსალოდნელი იყო, წითელი და დამუშავებული ხორცპროდუქტები (ჰოთ-დოგი, ბურგერი, სოსისის სენდვიჩები) და შაქრიანი სასმელები ყველაზე მავნე იყო, ხოლო ხილი, სახამებლის გარეშე ბოსტნეული, თხილი, პარკოსნები ყველაზე ნაკლებად მავნე. ამავდროულად, ბევრი ჩვეულებრივი პროდუქტისთვის, HENI კოეფიციენტი აღმოჩნდა არა უარყოფითი, არამედ დადებითი. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ისინი შესაფერისია ჯანმრთელობისთვის მავნე საკვების ჩანაცვლებისთვის.
ასე რომ, გათვლებით, ქათმის ფრთების ყოველი 85-გრამიანი ულუფა ზედმეტი მარილისა და ტრანსცხიმების გამო ჯანსაღი ცხოვრების 3,3 წუთს, ხოლო ჰოთ-დოგი - 36 წუთს გვართმევს. თუმცა, პოპულარული არაქისის კარაქისა და ჯემის სენდვიჩი აშშ-ში არ იყო ისეთი საზიანო, როგორც მოსალოდნელი იყო. ხოლო ისეთი კერძები, როგორიცაა დამარილებული არაქისი, გამომცხვარი ორაგული, ბრინჯი და ლობიო 10-დან 15 წუთამდე მატებდა სიცოცხლის ხანგრძლივობას. ვრცლად..
ასევე ნახეთ:
17 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
VIDEO: „ვერ ვიცანი...“ - სოციალურ ქსელში მსახიობ მიშა მესხის კადრები გავრცელდა
VIDEO: „ეს სთორი მინდა მივუძღვნა...“ - რა ვიდეოს აქვეყნებს ალექსანდრა პაიჭაძე