D ვიტამინის დანამატებმა, შესაძლოა, გულის შეტევის რისკი შეამციროს - კვლევის შედეგები

ვიტამინი

D ვიტამინის მაღალი დოზით დანამატებმა, რომლებიც მიიღება თვეში ერთხელ, შეიძლება შეამცირონ გულის შეტევის ან სხვა სერიოზული გულის მოვლენების ალბათობა 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში. ამის შესახებ ერთ-ერთ კვლევაშია ნათქვამი.  

მიუხედავად იმისა, რომ რისკის შემცირების დონე მცირე იყო, მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ D ვიტამინის დამატებამ შეიძლება შეამციროს გულის შეტევის შემთხვევები და კორონარული რევასკულარიზაციის აუცილებლობა (პროცედურები, რომლებიც აღადგენს სისხლის ნაკადს თქვენი გულის იმ ადგილებში, სადაც არ არის საკმარისი სისხლი).

ჯერჯერობით, D ვიტამინის გულის სასარგებლო თვისებების შესახებ კვლევები არაერთგვაროვანი იყო. კვლევის ავტორებმა აღნიშნეს, რომ ზოგიერთმა წინა კვლევამ აჩვენა, რომ დანამატები ხელს არ უშლის გულის პრობლემებს.

„ამ დასკვნებმა შეიძლება გამოიწვიოს D ვიტამინის დანამატების როლის შემდგომი შეფასება, განსაკუთრებით იმ ადამიანებში, რომლებიც იღებენ წამლებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის“, - ამბობს კვლევის ავტორი.

კვლევაში ჩართული მონაწილეების მკურნალობა 5 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. D ვიტამინის ჯგუფში გულის შეტევის სიხშირე 19 პროცენტით დაბალი იყო, კორონარული რევასკულარიზაციის მაჩვენებელი კი 11 პროცენტით ნაკლები. რაც შეეხება ინსულტს, ამ შემთხვევაში შედეგები იგივე იყო.

ექსპერტები ასახელებენ სიმპტომებს, როგორც D ვიტამინის დეფიციტის შესაძლო ნიშნებს:

  • დაღლილობა უძილობა
  • ძვლის ტკივილი
  • დეპრესია ან მწუხარების გრძნობა
  • თმის ცვენა
  • კუნთების სისუსტე
  • მადის დაკარგვა
  • ფერმკრთალი კანი

თუ ეს სიმპტომები გაქვთ, აუცილებლად კონსულტაციისთვის უნდა მიმართოთ ექიმს.

ასევე ნახეთ: 

მარტო ცხოვრებამ შეიძლება გაზარდოს კიბოთი სიკვდილის რისკი - კვლევა

როგორ დავიცვათ თავი კიბოსგან - ექიმებმა რისკჯგუფში მყოფები დაასახელეს

ახალი კვლევა, რომლის შედეგები შემაშფოთებელია

ზეითუნის ზეთის რეგულარულმა მოხმარებამ შეიძლება შეამციროს დემენციით სიკვდილის რისკი - კვლევა