1728312638
ბოლო 50 ათასი წლის განმავლობაში პირველად - ცაზე მწვანე კომეტა გამოჩნდება
პირველად ბოლო 50 წლის განმავლობაში დედამიწის ცაზე ახალაღმოჩენილი ე.წ. მწვანე კომეტა გამოჩნდება. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
მათი ცნობით, ასტრონომებმა კომეტა სახელწოდებით C/2022 E3 (ZTF) 2022 წლის 2 მარტს, აშშ-ში, პალომარის ობსერვატორიის კამერის მეშვეობით აღმოაჩინეს. ის მზის გარშემო საკმაოდ დიდ ორბიტაზე მოძრაობს, სწორედ ამის გამო, კომეტა დედამიწას ძალიან დიდი ინტერვალის განმავლობაში არ უახლოვდება.
სპეციალისტების გათვლით, ყველაზე ახლოს კომეტა მზესთან 12 იანვარს მივა. ამ დროს მის დანახვას დედამიწის ჩრდილოეთის ნახევარსფეროში ტელესკოპებისა და ბინოკლების გამოყენებით შეძლებენ. სამხრეთ ნახევარსფეროში კი კომეტის დანახვა თებერვალში იქნება შესაძლებელი, როდესაც ის ჩვენს პლანეტას მაქსიმალურად ახლო მანძილზე - 42 მილიონ კილომეტრზე მიუახლოვდება. ეს 1-2 თებერვალს მოხდება.
უბედურ შემთხვევას 11 წლამდე ბიჭი ემსხვერპლა
1728330888