ასობით მილიონი ადამიანი გარდაუვალი რისკის ქვეშაა, დედამიწა სახიფათო ნიშნულზე იმყოფება - ახალი კვლევა

დეფა

კაცობრიობის სამომხმარებლო მოთხოვნილებები მრავალფეროვანია და ერთმანეთზეა დამოკიდებული. დომინოს მსგავსად, ერთში გაჩენილი არასტაბილურობა მძიმედ მოქმედებს ხაზში მყოფ სხვებზე და წარმოქმნის საზღვრების მთელ კრებულს, რომელთა დარღვევამ შეიძლება სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს.

წარსულში ჩატარებულმა კვლევებმა არაერთხელ გაგვაფრთხილა, რომ ჩვენი "მადა" ზეწოლას ახდენს სულ მცირე ამ რამდენიმე საზღვარზე, თანაც რღვევის წერტილამდე. თუმცა, რამდენად მოსახერხებელიც არ უნდა იყოს ჩვენი გლობალური ეკოლოგიის ამ გზით ინტერპრეტირება, ვერ ითვალისწინებს იმ ხელმისაწვდომობას, რომელიც შეიძლება საჭირო რესურსებზე გვქონდეს (და ხშირად არ გვაქვს).

მკვლევართა დიდი საერთაშორისო ჯგუფის მიერ გამოქვეყნებული ახალი მოხსენების თანახმად, როდესაც სიმართლე და სამართლიანობა თითოეულ სფეროშია გათვალისწინებული, ჩვენი პლანეტის სიცოცხლის მხარდამჭერი სისტემები ვერ მოერგო არა მხოლოდ რამდენიმე საზღვარს, არამედ სულ მცირე შვიდს რვიდან.

კლიმატი, ბიოსფერო, წყლის ციკლი, ატმოსფერო და საკვებ ნივთიერებათა ციკლი დედამიწაზე, უკვე სახიფათო ნიშნულზეა მისული პლანეტის მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის.

თუმცა, როდესაც გათვალისწინებულია სამართლიანობა, ზოგიერთი სცენარი უფრო ადრე იწყებს გავლენას ჩვენი პლანეტის ზოგიერთ ნაწილზე და აქვს გაცილებით მტკიცე საზღვრები. მაგალითად, აეროზოლები მსოფლიოში მილიონობით ადამიანის ჯანმრთელობას აყენებს რისკის ქვეშ. მოწყვლადი ჯგუფები არაპროპორციულად მეტად ზარალდებიან, მიუხედავად იმისა, რომ ისინი გაცილებით ნაკლებად აბინძურებენ. განაგრძეთ კითხვა

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 ემუქრება თუ არა საქართველოს სიცხის ციკლონი - განგაშის წითელი დონე რამდენიმე ქვეყანამ გამოაცხადა

👉 „როგორც ჩანს, პატარა დედისგან თავის დაღწევას ბოლო ამოსუნთქვამდე ცდილობდა..." - დაუჯერებელი დეტალები "პოლიციის ფაილებიდან"

👉 VIDEO: „...მორჩა - მას ვეღარაფერი შეცვლის!“ - ლელა კაკულიას ახალი მიმართვა ვრცელდება

👉 18 წლის გოგოს შესახებ, რომელიც მშობიარობის შემდეგ კომაში იყო, ახალი ინფორმაცია ვრცელდება

👉გააფრთხილეთ ყველა... მაქსიმალური ყურადღება ბავშვებს!... - ასტროლოგის საგანგებო მიმართვა მშობლებს