მკვლელობა თბილისში - ორთაჭალაში 20 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს
1740156802
ხათუნა კოტრიკაძის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. ევროპული გარეგნობის ჟღალი თამარ ქალისა და „მამის მკვლელი“ეკას თბილ-ანცად მომღიმარი სახე ასე ჩარჩა მაყურებლის მეხსიერებაში.
„ასეთი საფერებელი და გასანებივრებელი ქალი, უბრალო დიასახლისად არ უნდა ქცეულიყო“ - ამოვიკითხე ფეისბუქზე, ხათუნას ფოტოს ქვეშ, კომენტარად. ასეა... მას კიდევ უნდა გაებრწყინა, „ასაკშიც“ და თანაც, არა ერთხელ...
68 წლის მსახიობი მძიმე სენს ებრძოდაო, ცნობილი გახდა. მამაც 69 წლის ასაკში, ყელის სიმსივნით გარდაცვლია.
1971 წელს გადაღებულ ფილმში - „მოიტაცეს თამარ ქალი“ ხათუნას პარტნიორის, დათოს როლში გია ავალიშვილია. ავალიშვილი მიშა კობახიძის აღმოჩენაა. ის პირველად „ქოლგაში“ გამოჩნდა. შემდეგ კი, ლეილა გორდელაძემ, ექთან თამრიკოზე შეყვარებული გმირის თავგადასავალში გახვია. ფილმი ისეთივე მხიარული საყურებელია, როგორც ლევან ხოტივარის "მხიარული რომანი"... თან გენიალური გოგი ცაბაძის სიმღერებს მღერი და თან სახალისო ისტორიებში გახლართულ გმირებს გულშემატკივრობ.
გია ავალიშვილი, "მოიტაცეს თამარ ქალის" გადასაღები მოედნის შემდეგ, აღარსად შეხვედრია ხათუნას. თუმცა იმ ბედნიერი პერიოდის გახსენებამ, 80 წლის მსახიობს სევდიანი ღიმილი მოგვარა...
გია ავალიშვილი: ხათუნა პატარა იყო, სკოლას ამთავრებდა იმ დროს. მე 27 წლის ვიყავი. ყველა ვუფრთხილდებოდით. დედა ახლდა გადაღებებზე, ერთ ოჯახად ვიყავით მთელი ჯგუფი.
შინაგანად ძალიან კარგი ადამიანი იყო...
ახლა მახსენდება ფილმში ხიდზე რომ მოდის... მოკლედ... ყველანაირად შემკობილი იყო.
ძალიან კარგად მახსენდება ამ ფილმის გადაღება თავისი შეკრული ჯგუფით.
ჩემი სითბო და სიყვარული ჰქონოდეს იქ, სასუფეველში...