„ვწუხვარ, რომ კიდევ ერთხელ გაგიცრუეთ მოლოდინი“ - ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სელინ დიონმა ევროპაში დაგეგმილი კონცერტები გააუქმა

სელინ დიონი

„ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, კანადელი მომღერალი სელინ დიონი ევროპაში 2024 წლის აპრილამდე დაგეგმილ ორმოცამდე კონცერტს აუქმებს“, - ნათქვამია პრეს-რელიზში, რომელიც ცნობილი მომღერლის ევროპული ტურნეს ორგანიზატორებმა 26 მაისს გაავრცელეს.

კვებეკელ ვარსკვლავს აწუხებს იშვიათი ნევროლოგიური აშლილობა სახელწოდებით, „ძლიერი პიროვნების სინდრომი“ („Stiff-Person Syndrome“), რომლის „მკურნალობას კვლავ აგრძელებს“. ეს სელინ დიონის გასტროლების ჩაშლის პირველი შემთხვევა არ არის - მან 2022 წლის დეკემბერშიც გამოაცხადა, რომ 2023 წლის თებერვლიდან ივლისის ჩათვლით ევროპაში დაგეგმილ კონცერტებს გააუქმებდა ან გადადებდა.

„ძალიან ვწუხვარ, რომ კიდევ ერთხელ გაგიცრუეთ მოლოდინი. ძალიან ბევრს ვმუშაობ იმისთვის, რომ ძალა დავიბრუნო, მაგრამ ევროპაში ტურნე ძალიან საპასუხისმგებლო და რთულია მაშინაც კი, როცა 100%-იან კონდიციაში ხარ, - წერს მომღერალი თავის „ინსტაგრამ“-გვერდზე.