„ვბრუნდებით გამარჯვებულები...“ - ამირან არაბულის ქალიშვილი სასიხარულო ინფორმაციით

arabuli

ჩვენი საამაყო ფოლკლორისტების - ეთერ თათარაიძისა და ამირან არაბულის ქალიშვილი, ანანო არაბული სოციალურ ქსელში, მამაზე სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს. 

"სტამბულის ზამთარი... ვბრუნდებით ავადობაზე გამარჯვებულები და ვტოვებთ ყველა აქ მყოფ ადამიანს იმედით, რომ გამოჯანმრთელებულები დაბრუნდებიან ჩვენს ქვეყანაში", - წერს სტამბულის კლინიკიდან ანანო.

საზოგადოებისთვის "პრაიმტაიმის" მეშვეობით გახდა ცნობილი, რომ ამირან არაბულს, რამდენიმე თვის წინ, კუჭის სიმსივნე აღმოაჩნდა და მარიამობას, თურქეთში რვა საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა.

"დიაგნოზი დედამ უთხრა და... ერთ წერტილს უყურებდა, ხმა არ ამოუღია საერთოდ, არ შეიმჩნია.

მძიმედ, უსიტყვოდ იბრძოლა და დაამარცხა დაავადება...

ისედაც უსიტყვო ადამიანია, ხომ ვთქვი და მთელ ამ პერიოდში, მით უფრო, სიტყვაძუნწობდა. ახლა რომ ხვდება, ყველაფერი კარგად წავიდა და არავინ არაფერს უმალავს, დამშვიდდა...

ამდენად, ძალიან ხევსურულად გადაიტანა, მძიმედ, უსიტყვოდ იბრძოლა და დაამარცხა დაავადება...", - გვითხრა ანანომ ინტერვიუში.

ამჯერად ფოლკლორისტი სტამბულში ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად ჩავიდა და როგორც ანანო წერს, ავადმყოფობა დამარცხებულია.

ასევე დაგაინტერესებთ:

"12-13 წლის ვიყავი, ბებია ტიროდა - მა­მაშენი გარდაიცვალაო. ყვავილები მიყიდეს და... უნახავი მამა ვნახე... პანაშვიდიდან მკვდარი წამოვედი...“ - გია ფერაძის გარდაცვალებიდან 28 წელი გავიდა

"ანა რომ გავიცანი, უკვე დაოჯახებული ვიყავი, რანაირად შეიძლებოდა, ანასთან რამე დამეწყო, რამე გამებედა?!“ - ანა კალანდაძის უცნობი სიყვარულის ისტორია

"ნიჭს უფალი გაძლევს და არ გაქვს უფლება თავი მოიწონო, რა მაგარი ლექსი შევქმენიო" - ტარიელ ხარხელაური 78 წლის გახდა