რუსეთმა Google-ი 20,000,000,000,000,000,000,000,000,000,000,000 დოლარით დააჯარიმა
1730440778
„რანინას“ მონაწილე, ანსამბლ „შავნაბადას“ სოლისტი და კვარტეტი „ოთხის“ წევრი ოთო ბაზერაშვილი დუბაიდან გრანპრით დაბრუნდა. მომღერალმა საქართველო საერთაშორისო ფესტივალზე United World -2024 წარადგინა.
სასიხარულო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ოთოს დედა, ანა დათულიშვილი ავრცელებს.
„გრანპრი საქართველოში მოგვაქვს. არ იყო ადვილი, ძალიან რთული გზები გავიარეთ, მაგრამ ოთომ ეს შეძლო თქვენი გვერდში დგომით. საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა დუბაიში. სადაც 30 ქვეყანას შორის, ოთო ტალანტის კატეგორიაში იღებდა მონაწილეობას“, - წერს ანა დათულიშვილი.