1775124735
„საქართველო, უპირველეს ყოვლისა“ — ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას 87-ე და რეფერენდუმის 35-ე წლისთავი საზეიმო საღამოთი აღნიშნა
31 მარტს, 18:00 საათზე, ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართა საზეიმო ღონისძიება სახელწოდებით — „საქართველო, უპირველეს ყოვლისა“. საღამო მიეძღვნა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 87-ე წელს და 1991 წლის 31 მარტის ისტორიული რეფერენდუმის 35-ე წლისთავს. ღონისძიება კულტურის სამინისტროსა და შემოქმედებითი საქართველოს ორგანიზებით ჩატარდა.
ღონისძიება მიზნად ისახავდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სიმბოლოს, ზვიად გამსახურდიას, როგორც სახელმწიფო მოღვაწის, პირველი პრეზიდენტის, გამორჩეული მწერლისა და პოეტის ღვაწლის წარმოჩენას.
საღამოში მონაწილეობა იყვნენ ცნობილი ხელოვანები და საზოგადო მოღვაწეები: თინათინ მღვდლიაშვილი
დემეტრე გამსახურდია (მუსიკოსი, ზვიად გამსახურდიას შვილიშვილი)
ზურაბ ცინცქილაძე
თემურ თათარაშვილი
გურანდა დოლიძე
არჩილ გოგიტიძე
მერაბ დოლიძე
პროგრამის ფარგლებში გაჟღერდა ზვიად გამსახურდიას პოეზია, შესრულდება მუსიკალური ნომრები და გაიხსენებენ საქართველოს უახლესი ისტორიის იმ გარდამტეხ თარიღს, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას.











