ქუთაისში გასტრონომიული ფესტივალი „ზარზეიმი ქუთაისში“ მიმდინარეობს

ფესტივალი

ქუთაისში გასტრონომიული ფესტივალი „ზარზეიმი ქუთაისში“ მიმდინარეობს.

ფესტივალზე მისულ სტუმრებს იმერული კერძების, ღვინისა და ლუდის მრავალფეროვანი არჩევანი დახვდებათ, აქ ისინი ასევე დააგემოვნებენ ხელით დამზადებული ნაყინის ნაირსახეობას.

გამოფენაზე ასეთი მასშტაბით, პირველად გამოიტანეს იმერული, ადგილობრივ ოჯახებში დამზადებული ღვინო.

ღონისძიების მხარდამჭერია ქუთაისის მერია. ფესტივალი ორ დღეს გასტანს და სტუმრებისთვის დაუკრავენ ქართული ბენდები: Killages, Bad Habitz, The Black Marrows, ერეკლე დეისაძე და ბენდი.

„ეს ფესტივალი რეგიონის მასშტაბით მეწარმეების გაცნობასა და მათი პროდუქციის პოპულარიზაციას ემსახურება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის რომ ეს ყველაფერი ჩვენს ქალაქში ხდება. ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტია მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ხელშეწყობა.“ - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

„ზარზეიმი ქუთაისში“ 3 სექტემბერს გაიხსნა და 4 სექტემბერს დასრულდება.