30 წუთიანი ბრძოლა სიცოცხლისთვის - სასწრაფო დახმარების ექიმებმა ბავშვი სიკვდილს გადაარჩინეს
1774941808
პირველი აზიური „ევროვიზია“ ნოემბერში ბანგკოკში გაიმართება. ინფორმაციას ევროპის მაუწყებელთა კავშირი ადასტურებს, რომელიც ამ კონკურსის ორგანიზატორია. მათი მონაცემებით, მონაწილეობაზე განაცხადი უკვე 10-მა ქვეყანამ შეიტანა: სამხრეთ კორეამ, ტაილანდმა, ფილიპინებმა, ვიეტნამმა, მალაიზიამ, კამბოჯამ, ლაოსმა, ბანგლადეშმა, ნეპალმა და ბუტანმა. აზიური „ევროვიზიის“ პოტენციური აუდიტორია 600 მილიონ ადამიანად არის შეფასებული.
ევროპული კონკურსის მსგავსად, თითოეული ქვეყნის წარმომადგენელს უახლოეს თვეებში ეროვნული შესარჩევი ეტაპების შედეგად გამოავლენენ. ფინალი 14 ნოემბერს, ტაილანდის დედაქალაქში ჩატარდება.
რაც შეეხება ევროპულ „ევროვიზიას“, 2026 წლის კონკურსი ვენაში, 12-დან 16 მაისამდე გაიმართება. საქართველოს მასზე ჯგუფი „ბზიკები“ წარადგენს, სიმღერით On Replay.