კილოგრამი 2 000 დოლარი ღირს – რა კავშირშია სპილო და მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ყავა
1746728680
Miss & Mister Tbilisi 2023-ის გრანდიოზული ფინალი და დაჯილდოება სასტუმრო "ჰუალინგში" გაიმართა. წელს, მისტერ თბილისი 18 წლის მიშო ჯიბლაძე გახდა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტია. დარბაზის განსაკუთრებული ოვაცია მიშოს კლასიკური ლუქმა დაიმსახურა.
როგორც მიშომ გვითხრა, ბავშვობაში, მისი ოცნება მსახიობობა იყო. დიდხანს ფიქრობდა, მიეღო თუ არა მონაწილეობა Miss & Mister Tbilisi-ის კონკურსში. გადაწყვეტილება მხოლოდ სამი დღით ადრე მიიღო და ამ მოკლე დროში მოახერხა, პოდიუმზე სწორად სიარული ესწავლა. დღეს საკუთარი გამოსვლით კმაყოფილია. ჯერ არ იცის, სამოდელო კარიერას გააგრძელებს თუ არა. თუმცა, არაფერს გამორიცხავს. შესაძლოა, მან სამოდელო კარიერა საზღვარგარეთ გააგრძელოს.
მიშომ, ასევე, გაგვიმხილა, რომ კონკურსზე მხარს მისი შეყვარებული ანა ბაქრაძე უჭერდა.
მის თბილისი 2023 კი მარიამ გიგოლაშვილი გახდა.