წმინდა დიდმოწამის, გიორგის სასწაული, რომელიც ახლო წარსულში მოხდა
1732308814
აფხაზეთის ომის გმირი, ირაკლი ამირეჯიბი დაიბადა ქ. თბილისში 1963 წლის 29 აპრილს და გარდაიცვალა, 1992 წლის 17 ნოემბერს აფხაზეთში.
ირაკლი ჭაბუას ძე ამირეჯიბი, ერთ-ერთი მათგანია, ვინც აფხაზეთში აფხაზებს კი არა, იმ უგუნურებას ებრძოდა, რამაც ეს საზარელი, ძმათამკვლელი ომი გააჩაღა.
ირაკლი, ჭაბუა ამირეჯიბის უფროსი შვილი იყო. გამორჩეული გარეგნობის გამო, მთელ თბილისს უყვარდა. ‘
29 წლის იყო, როცა აფხაზეთის ომში, სნაიპერმა ქალმა გამოასალმა სიცოცხლეს.
ირაკლიმ ლიტვაში მიიღო სამხედრო განათლება და საზღვარგარეთ მუშაობდა. აფხაზეთის ომის დროს თბილისში დაბრუნდა. ტელევიზიით შეიტყო, რომ ომში მისი მეგობარი ლევან აბაშიძე დაიღუპა და იმ დღესვე წავიდა საბრძოლველად.
„ომის ყველას ეშინია, მაგრამ ვაჟკაცობა ის არის, შიშს რომ აჯობებო“- ამ სიტყვებით გამოემშვიდობა დედას და წავიდა. ჭაბუას დაბადების დღის წინა დღეს მოკლეს ირაკლი.
მამამისს მეორე დღეს ტელეფონზე დაურეკეს და შვილის სიკვდილით „მიულოცეს“ იუბილე… როგორც შემდეგ გაირკვა, 17 ნოემბერს, ტამიშთან უცხოელების მანქანა ააფეთქეს.
ირაკლიმ მანქანიდან დაშავებული ქალი გადმოიყვანა და სწორედ, მაშინ ესროლა სნაიპერმა ქალმა.