ნინი შერმადინი და თათია კობალაძე მიმართვას ავრცელებენ

კობალაძე

ქართველი მომღერლები – ნინი შერმადინი და თათია კობალაძე, რომლებიც აშშ-ში, ავტორ-შემსრულებლების კონკურსის ტოპ 10-ში გადავიდნენ, ქართველ გულშემატკივრებს მიმართავენ.

მუსიკოსები საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ:

„თუ ფიქრობთ, რომ ვიმსახურებ 14 ოქტომბერს ამ დიდი მომღერლების გვერდით სცენაზე დგომას, გთხოვთ, ხმა მომეცით დღეში ერთხელ.

ოცნებას ავუხდენ დედაჩემს და მამაჩემს, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, ყველაზე მეტად იამაყებენ იქ ჩემით. თქვენს გარეშე არაფერი გამომივა“, – წერს ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში.

„გთხოვთ, მეგობრებო, არ დაგავიწყდეთ ხმის მიცემა! დამეხმარეთ ოცნების ასრულებაში და ერთად ვაჩვენოთ იმ ადამიანებს, ვინც საქართველოში ცდილობს ნიჭიერი ადამიანების დაბლოკვას, რომ მათ არაფერი გამოუვათ!

დაე ბოლო ვიყო, ვისაც ასე ჩაუკეტავენ ამ ქვეყანაში წარმატებისკენ მიმავალ გზებს!

დაე ჩემს შემდეგ უბრალოდ ეშინოდეთ, რომ თუკი სხვასაც დაამცირებენ, ან დაბლოკავენ, ის ადამიანიც გავა მსოფლიო სცენებზე და იქიდან გასცემს პასუხს!“ – წერს თათია კობალაძე.

ასევე ნახეთ:

„იურისტთა შორის მაესტრო! შინაგანად დიდი ბავშვი... კიდევ შევხვდებით, ძმა“ - კოტე კულბაშვილს ემშვიდობებიან

„მტრედი შემოფრინდა, თავზე ლურჯი ზოლით... პირს ისე აცმაცუნებდა, თითქოს ლოცულობდა...“ - რა ფოტო ვრცელდება რაჭიდან

საპატრიარქო საგანგებო განცხადებას ავრცელებს

VIDEO: ასე გააცილეს უკანასკნელ გზაზე შოვში დაღუპული სოფო ბაკურაძე და გენადი სულთანიშვილი - ემოციური კადრები

რამდენად საშიშია კორონავირუსის ახალი შტამი, „ერისი“ და რა სიმპტომები ახასიათებს მას

რა სახის ნაწლავური ინფექციები გვხვდება ბავშვებში და განსაკუთრებით ზაფხულში რომელია უფრო გავრცელებული

„ქართველი ქალის სილამაზე“ - ნანუკა სტამბოლიშვილის კადრებმა მაყურებელი კიდევ ერთხელ აღაფრთოვანა

„მინდა იცოდეთ მისმა მეგობრებმა, რომ...“ - რას წერს ქართველი სტუდენტი ზაზა მესხზე