პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
სოციალურ ქსელში მოქალაქე ლიზა ოთიურიძე, შოვის ტრაგედიის დროს გარდაცვლილ ზაზა მესხის შესახებ წერს და მასთან შეხვედრას იხსენებს:
„როდესაც სტუდენტი გოგო, მრავალი კილომეტრით შორს, სხვა ქვეყანაში, უკრაინის ოკუპაციას აპროტესტებ და უცბად ხედავ ზღვა ხალხში საქართველოს დროშას აღმართულს, სიამაყით და ბედნიერებით ივსები.
შემდეგ მისი მიმართულებით სვლას იწყებ, თან სიხარულისგან გულისცემა გემატება. აღმოაჩენ ადამიანს, რომელთან გასაუბრებაც გარწმუნებს შენი მცირე, მაგრამ მტკიცე ერის პატრიოტიზმში.
ძალიან იშვიათად თუ მოუხდენია ასეთი შთაბეჭდილება ვინმეს ასეთ მცირე დროში. ოჯახით და შვილებით მრავალი წელია ნიდერლანდებში ვცხოვრობო. გვარიც მითხრა და ზღვა ხალხში ვეღარ მოვახერხეთ კოორდინატების გაცვლა. შოვის ტრაგედიისას აღმოვაჩინე დაკარგულების ფოტოებში. ზაზა მესხი ჰოლანდიიდან, შვილებთან ერთად.
მინდა იცოდეთ მისმა მეგობრებმა, რაც ალბათ ისედაც იცით, თქვენ ძალიან მაგარი მეგობარი გყავდათ, რომელიც თავის ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული იყო“, – წერს მოქალაქე სოციალურ ქსელში.
ასევე ნახეთ:
„ზაზას ერთი შვილი შოვში არ გაჰყვა, გოგონა თბილისში დარჩა...“ - რას წერს მესხის მეგობარი
იყიდება მარიკუნა მიქატაძის სახლი თბილისში - დაათვალიერეთ ინტერიერი
12 500 აბონენტს გაზმომარაგება 11 საათით შეუწყდება
როდის აგრილდება საქართველოში - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი