გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს:
„ა.წ. 11 აგვისტოს საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების ავთენტურობაში სასულიერო პირთა ერთი ნაწილის მხრიდან ეჭვის შეტანა, გაუმართლებელია.
ჩვენს გვერდზე დადებული განცხადება ყოველთვის არის შეთანხმებული კათოლიკოს-პატრიარქთან და საპატრიარქოს ადმინისტრაციასთან.
გვინდა აღვნიშნოთ ისიც (სხვა ფაქტებზე რომ არაფერი ვთქვათ), რომ როდესაც ქვეყანაში მასშტაბური მოვლენა ხდება, რომელზეც შეფასებას პირველიერარქი აკეთებს, მასთან (და, ასევე, ეპარქიის მმართველ მღვდელმთავართან) შეუთანხმებლად ნებისმიერი სასულიერო პირის მხრიდან საჯარო სივრცეში განსხვავებული დასკვნის გაკეთება სუბორდინაციის სერიოზული დარღვევაა.
ყველას მოვუწოდებთ ერთობისა და მშვიდობისაკენ“,- ნათქვამია განცხადებაში.
ასევე ნახეთ:
„ბოლომდე არ ყოფილა განწირული! გამიხარდა, რომ ერთი შვილი კიდევ ჰყოლია...“ - რას წერენ ზაზა მესხზე
VIDEO: როგორ გამოიყურება მდუმარე ნიკოლოზის ბინა - ბერმა განცხადება ჩამოხსნა და მრევლთან გამოვიდა
„სიტყვები არ მყოფნის ასახსნელად, როგორი მადლიერი ვარ...“ - ლიზა ყენია