„ერთმანეთთან მეგობრობდნენ, არ ვიცი, ასე როგორ გაიმეტა...“ - სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები
1755117708
ლეგენდარული, ქართველი მომღერალი, ნანი ბრეგვაძე გადაცემაში, „სხვა კითხვები ნიკოლოზთან“, პირველად საუბრობს პირად ცხოვრებაზე.
„ჩემთან ეჭვიანობას არ დაუნგრევია ოჯახი, ჩვენ სიშორემ დაგვაშორა. კაცი არასდროს უნდა დატოვო მარტო. იყო პერიოდი, როდესაც მე გადავწყვიტე არ მემღერა, თუმცა მან მითხრა რომ სიმღერისთვის თავი არ დამენებებინა. ციხიდან, როდესაც გამოვიდა ისევ შევრიგდით. შევარდნაძესთან მივედი მე და ვთხოვე გამოეშვათ. ციხიდან გამოსვლის შემდეგ შევრიგდით. 4 წელი სრულიად სხვა მერაბი იყო, შემდეგ ცოტა სმა დაიწო, ისევ აირია ყველაფერი და თვითონ წავიდა“,- ამის შესახებ ლეგენდარულმა ქართველმა მომღერალმა, ნანი ბრეგვაძემ გადაცემაში „სხვა კითხვები ნიკოლოზისგან“ განაცხადა.
მისი თქმით, ყველაზე დიდი სიყვარული ციხის მერე მოვიდა.