ამ კვირაში ზოდიაქოს 5 ნიშანს გაუმართლებს
1731961877
11 ნოემბერს ბესიკ ხარანაული 85 წლის გახდა. წელს გრიპით შეხვდა დაბადების დღეს, ცოტა უგუნებოდ.
"გრიპი გამიგრძელდა, ვერ ვარ ყოჩაღად. გამაწვალა..." - უთხრა პოეტმა "პრაიმტაიმს". მისი პოეზიის თაყვანისმცემლებს კი გაგახარებთ. 85 წლის ბესიკ ხარანაული ახალ კრებულზე მუშაობს.
ბესიკ ხარანაული: მე სულ ვმუშაობ, სულ. მთავარია, მაკრატელი აიღო, მოჭრა ერთი და გამოსჭრა, მოჭრა მეორე და... ასე შემდეგ. იმდენი ლექსი დაგროვდა...
***
პოეტმა საკუთარი დაბადების დღე ამ ლამაზი ლექსით უკვდავყო.
"მე დავიბადე, გამოველ მზეზე,
მაგრამ მზის ნაცვლად ხმელი ფოთოლი
ბზინავდა მაღლა,
და მზედ იმიტომ მოჩანდა მხოლოდ,
რომ ტრიალებდა შავი ცის ფონზე.
დიახ, მზე იყო ხმელი ფოთოლი,
მაგრამ არ იყო იგი ედემის;
მას ჩვენი ქუჩის მტვერი ეყარა
და ეტყობოდა ნაფეხურები.
მზე არ მათბობდა, რადგან არ იყო
ის შემოსილი ოქროსფერ მატყლით,
მზე - თავმომწონე კაცმა ატყორცნა
ფეხით კონსერვის თეთრი კოლოფი.
შეხედა კაცმა და გაუკვირდა,
რომ თავისქალა ბრუნავდა ცაზე
და საუბარი სპორტის შესახებ
შეცვალა ყოფნა-არყოფნის თემით.
ნოემბრის თვეში, როდესაც ხეზეთავს ვეღარ იჭერს ხმელი ფოთოლი,მე დავიბადე."