რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა UFC 311-ზე
1737287303
გადაცემა „სხვა კითხვები“ რობერტ სტურუას მასპინძლობდა. რუსთაველის თეატრის რეჟისორმა ბავშვობის ეპიზოდი და მამასთან ურთიერთობა გაიხსენა.
მისი თქმით, მამა ბოჰემური ცხოვრებით ცხოვრობდა და ხშირად სვამდა ალკოჰოლს. ამის გამო მეუღლესთან ხშირად ჰქონდა კონფლიქტი.
„ქართულ ოჯახებში, ბავშვები იზრდებიან დედის და მამის კონფლიქტის ფონზე. ღამე მე და ჩემი და შეშინებულები ვიძინებდით ხოლმე. როცა ოჯახში ასეთი რამ ხდებოდა, იყო სტრესი და ღამით მეგონა, რომ დილით ჩემი მშობლები გაიყრებოდნენ, მაგრამ დილას სამზარეულოში შევდიოდი და ვნახულობდი ერთად როგორ ჟღურტულებდნენ. ამაზე მეშლებოდა ნერვები, ღამე მე და ჩემს დას შეშინებულებს არ გვეძინა, დილით კი მათ კოცნაობას ვუყურებდით.“- განაცხადა რობერტ სტურუამ.