VIDEO: გაშეშდა. მგონი შოკი მოუვიდა, რომ მისმა შვილმა ასე საშინლად მიმართა - რას ნანობს რობერტ სტურუა

sturua

რეჟისორი, რობერტ სტურუა გადაცემა „სხვა კითხვებში“ შემთხვევას იხსენებს, როდესაც მამას უხეშად მიმართა.

მისი თქმით, მამამისი არ ელოდა მისგან მსგავს სიტყვას და მოულოდნელად გაშეშდა.

„ერთხელ, როცა ინფარქტი დაემართა, ექიმებმა უთხრეს არ უნდა გაინძრეო. მაინც მოძრაობდა, იმიტომ, რომ მთვრალს მოუვიდა ინფარქტი. მე მეორე ოთახში ვიყავი, ინსტიტუტს ვამთავრებდი, დედაჩემი ტიროდა, ვერ დავაშოშმინეთო. შევედი და უხეშად მივმართე კი არ შევაგინე, მაგრამ ისეთი უხეში სიტყვა ვუთხარი რომელიც არასოდეს არ მითქვამს მამისთვის. „ნუ გაა*რაკე“ ვუთხარი ის გაჩერდა და გაშეშდა. მგონი მოუვიდა შოკი რომ მისმა შვილმა ასე საშინლად მიმართა. რაღაც საშინელ დეპრესიაში ჩვვარდი  მაგრამ სხვანაირად ვერ გაჩერდებოდა. სხვათა შორის ჩემმა შვილმა გამიმეორა იგივე სიტყვა“, - იხსენებს რობერტ სტურუა.