ლეგენდარული ფრანგი მსახიობი ალენ დელონი გარდაიცვალა

ალენ დელონი

88 წლის ასაკში ფრანგული კინოს ლეგენდარული მსახიობი ალენ დელონი გარდაიცვალა. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

ოჯახის განცხადებით, მსახიობი ლუარის რეგიონში მდებარე საკუთარ სახლში გარდაიცვალა, სამი შვილისა და ოჯახის სხვა წევრების გარემოცვაში.

„ალენ ფაბიენი, ანუშკა, ენტონი, ისევე, როგორც ლუბო (მსახიობის ძაღლი) მწუხარებით გატყობინებთ მამის გარდაცვალების ამბავს. მან სიმშვიდეში, საკუთარ სახლში, ოჯახის წევრების გარემოცვაში დატოვა ეს სამყარო“, - წერია მსახიობის შვილების ერთობლივ განცხადებაში.

კარიერის განმავლობაში ალენ დელონი 90-ზე მეტ ფილმშია გადაღებული, არაერთი ჯილდოს მფლობელი იყო, მათ შორის მიღებული ჰქონდა „სეზარის“ პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში „ჩვენი ისტორია“, იყო ნომინირებული „ოქროს გლობუსზე“, მინიჭებული აქვს ბერლინისა და კანის კინოფესტივალების საპატიო ჯილდოები. იყო საპატიო ლეგიონის ორდენის მფლობელი.

მსახიობმა განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ფილმებისთვის „თაკარა მზე“, „როკო და მისი ძმები“, „ლეოპარდი“, „შავი ტიტა“ და სხვა.