ზოდიაქოს 4 ნიშნისთვის 2025 წელი განსაკუთრებით იღბლიანი იქნება
1732220591
რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში ფოლკლორული ანსამბლის - „დიდგორი“ ვიდეო გავრცელდა, რომელსაც ემოციის გარეშე, ვერ უყურებ.
ვიდეო, რომელსაც სოციალურ ქსელში, დიდი გამოხმაურება მოჰყვა, გადაღებულია ბელგიაში, 2023 წლის ფესტივალზე - „ევროპალია საქართველო“.
ანსამბლი, ყველა ქართველის საყვარელ სიმღერას - „მრავალჟამიერ“ ასრულებს, სადაც კარგად ჩანს, ერთ-ერთი უცხოელი ქალბატონი, რომელიც ანსამბლის წევრების მიმართ, უდიდეს სითბოს და ემოციას გადმოსცემს.
მგალობელ-მომღერალთა გუნდ „დიდგორის“ წევრი გივი აბესაძე, „პრაიმტაიმთან“ საუბარში აცხადებს, რომ მათი თაყვანისმცემელი ქალბატონის ვინაობა, სამწუხაროდ, უცნობია. მისი თქმით, მხოლოდ მაყურებელია.
„შოკშია ქალბატონი! ბრავო ბიჭებო!“...
„გივი, ასეთი სიმღერის შემდეგ, მართლა ყოველთვის მინდა, მადლობა გადავუხადო შემსრულებლებს და თქვენ, მადლობა ამ სიამოვნებისთვის!“
„დაგლოცოთ უფალმა,.რამდენჯერ ვუყურე არ ვიცი და ვერც ერთხელ უცრემლოდ და უემოციოდ! ვერ გადაგვაშენებენ! ვერ ამოგვძირკვავენ! სანამ ერთი ადამიანი მაინც იქნება ამ ქვეყანაში, ვისაც ასე გულით შეეძლება მრავალჟამიერის თქმა, მანამ არ გადაჯიშდება ჩვენი ერი!“
„სადაც თქვენი ხმა გაჟღერდება, დალოცვილი! მრავალჟამიერ ქართულ გენს!“...
„კანადაშიც ცრემლებამდე მიიყვანეთ მსმენელი!“...
„ასი წელი გემღეროთ ჩვენს ლამაზ საქართველოში, მაგარო ბიჭებო!“... - წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.
ფოლკლორის ცენტრის დარბაზის მენეჯერი, მგალობელ-მომღერალთა გუნდ „დიდგორის“ წევრი გივი აბესაძე, საზოგადოების მხრიდან გამოწვეულ ემოციებს და კომენტარებს ეხმიანება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„2023 წლის ნოემბერში ვიმყოფებოდით ბელგიაში, სადაც გაიმართა ჩვენი ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი ფესტივალი „ევროპალია საქართველო“.
რამდენიმე თვის მანძილზე მიმდინარეობდა და ქართული კულტურა მრავალი სახით იყო წარმოდგენილი, მათ შორის ფოლკლორი.
ბელგიაში, ბოლო კონცერტის შემდეგ, საელჩოს მიერ ორგანიზებულ მიღებაზე მოხდა ეს ამბავი. ამ საოცარი ქალბატონის მოულოდნელ ქმედებაზე კი გვეღიმებოდა, მაგრამ ძალიან გაგვახარა.
Zoé (Zoé Perret) -ს ვეკითხები, ვახ, ეს რა ქნა -მეთქი?! პასუხმა კი უფრო დამაფიქრა: ამ ქალბატონმა შეძლო და გამოხატა რასაც გრძნობდა, თორემ ყველა ასე ვგრძნობთ თავს, ქართული სიმღერა რომ გვესმის.
ამდენი ენერგია, ხმები და ჰარმონია სხვანაირად მოქმედებს ადამიანებზეო. ხშირად და გულისყურით ვუსმინოთ ქართულ მრავალხმიანობას!
დიდი მადლობა თბილი სიტყვებისთვის! ბევრმა გვკითხა, თუ სად არის გადაღებული ეს ვიდეო! - წერს ანსამბლ „დიდგორის“ წევრი გივი აბესაძე.