“აღარ მყავს ჩემი გიორგი” - ტრაგედია ცნობილი “ტიკ-ტოკერის” ოჯახში
1745902860
მსახიობი დავით პაპუაშვილი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში რუსთაველის თეატრი ავრცელებს.
,,უდიდესი ტკივილია რუსთაველის ეროვნული თეატრისთვის, ჩვენი უძვირფასესი, დავით პაპუაშვილის გარდაცვალება…", - წერს თეატრი ფეისბუკის გვერდზე.
დავით პაპუაშვილი 1942 წლის 15 სექტემბერს დაიბადა. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. პაპუაშვილის აღსანიშნავი როლებია: ჭეიშვილი („საბრალდებო დასკვნა“), ტიტე ნატუტარი („ყვარყვარე“), შალვა („კავკასიური ცარცის წრე“), კეიტსბი („რიჩარდ III“), ოსვალდი („მეფე ლირი“), მეორე ღმერთი („სეჩუანელი კეთილი ადამიანი“), რაიბულ, ჰიდირ („ლამარა“), ბატონი დევი („მერე რა რომ სველია სველი იასამანი“), ვასიკო („ნახვის დღე“), მეცხრე მსაჯული („თორმეტი განრისხებული მამაკაცი“);
2014 წელს დავით პაპუაშვილმა გამოსცა ავტობიოგრაფიული წიგნი „ჩემი რუსთაველის თეატრი“.
დავით პაპუაშვილი რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო 1963 წლიდან. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1981) და აფხაზეთის დამსახურებული არტისტი (1996).
ასევე ნახეთ:
სექტემბერში ზოდიაქოს ოთხი ნიშანი შეხვდება რჩეულს, ვისთანაც ბედნიერი იქნება
"ერთხელ კელიის კარი ღია დარჩა, შევედი და ვხედავ..." - რას გვიყვება მამა გაბრიელის დისშვილი