რა გახდა თამუნა მდივანის ვაჟის გარდაცვალების მიზეზი - რას წერს ბიჭის ნათლია
1745907499
ჩვენ ამ მოსმენების დროს ვხედავთ, თუ რა მრავალმხრივი იყო ის ზიანი, რომელიც ადგებოდათ ადამიანებს, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის საქმიანობაზე საუბრისას.
მან განმარტა, რა საკითხს განიხილავენ კომისიის დღევანდელ სხდომაზე.
„მწერალთა კავშირი გარკვეულწილად გადააქციეს ერთგვარ შიდა მოხმარების კლუბად. დღეს იქნება ქალბატონი მაყვალა გონაშვილის მოსმენა. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ამ მოსმენების დროს ვხედავთ, თუ რა მრავალმხრივი იყო ის ზიანი, რომელიც ადგებოდა ადამიანებს, მათ მოღვაწეობის სფეროს, მათ ოჯახებს და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი აზიანებდა მთლიანად მთელ საზოგადოებასა და ქვეყანას“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
პარლამენტი დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში დღეს მორიგ სხდომას ჩაატარებს.