დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
რეჟისორი ლევან კოღუაშვილი გიორგი კეკელიძის „გურული დღიურების“ ეკრანიზაციის გადაღებას იწყებს. უკვე რამდენიმე წელია ეს ტანდემი წიგნის გასცენარებასა და ფილმად ქცევისთვის მოსამზადებელ ეტაპს გადის.
აი, რას წერს გიორგი სოციალურ ქსელში ამ პროექტზე.
„ჩემთვის ძალიან დიდი და საეტაპო ამბავი:
ზუსტად ათი წლის წინ დაიწერა და გამოიცა „გურული დღიურები“. ზუსტად ათი წლის შემდეგ, 2024 წელს გამოვა ფილმი „გურია“, რომლის გადაღების იდეა სწორედ დღიურების მოტივებს დაეყრდნო.
მე ამ ფილმის სცენარის ავტორთაგანი და პროდიუსერი ვარ. რეჟისორი - ლევან კოღუაშვილია, რომელთანაც დღეს სცენარის ბოლო დეტალები გავიარე. გადაღებები ორშაბათს დაიწყება.
სურათი არაერთი ქვეყნის კო-პროდუქციაა - შვეიცარია, ჰოლანდია, თურქეთი, ბულგარეთი, ლუქსემბურგი, ნორვეგია გახლავთ ჩართული, ცხადია - საქართველოსთან ერთად.
დიდი სურვილი გვაქვს, ხუთწლიანი მუშაობის შემდეგ, შესაბამისი ფილმიც შემოგთავაზოთ.
სამი თვის მანძილზე გურიაში გადაღების შესაბამისი პავილიონები იქნება მოწყობილი და ძალიან ბევრი უცხოელი ჩამოვა, გარდა იმისა, რომ საკმაოდ სოლიდური თანხა დაიხარჯება, რაც რეგიონისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი ამბავია. ფილმი ოთხმოცდაათიანების საგაა, ადამიანების ისტორია - ბრძოლის და გადარჩენის." - წერს კეკელიძე ფეისბუქზე.
ასევე დაგაინტერესებთ:
რა კადრებს აქვეყნებს გია სურამელაშვილი ფილადელფიიდან
მწვავე დაპირისპირება ვიკის და ანას შორის - ვრცელდება კადრები