პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე „რუსთავი 2“-ის რუბრიკაში „მოკლედ“ ჟურნალისტის, ეთო ნებიერიძის ბლიც-კითხვებს პასუხობს:
- მამის როლი გიორგი კეკელიძის ცხოვრებაში
მამაჩემი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იყო ჩემთვის, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ჩემი აღზრდა ხორციელდებოდა დიდწილად ორი განსხვავებული მეთოდით. დედაჩემს ჰქონდა მკაფიო, დისციპლინური, ძალიან განსაზღვრული და წესებში მოქცეული მეთოდი. ხოლო მამაჩემი იყო ზღვარგადასულად თავისუფალი. შესაბამისად, ამ თვალსაზრისითაც რეალურად მე ორი სრულიად განსხვავებული ტალღის ქვეშ მოვექეცი. მე მახსოვს წლები, როდესაც ჩვენ მართლა გვიჭირდა საჭმელი. მე მახსოვს წლები, როდესაც თეთრებიც კი დასათვლელი იყო და ბუნებრივია, ბავშვისთვის ამ დროს მშობელს, სჭირდება დიდი ფანტაზია, რომ მას ისევ ბავშვად აგრძნობინოს თავი და მამაჩემი ამას ახერხებდა.
- გქონდათ თუ არა მიზანი ან სტრატეგია, რითაც გაჭირვებას თავს დააღწევდით
მე მქონდა ერთგვარი წარმატების იძულება, ბავშვობიდანვე და ეს ერთის მხრივ სულაც არ იყო კარგი. ანუ, ჩემს ირგვლივ ჩამოყალიბდა რაღაც ტიპის მითები, რომლებიც მე მეუბნებოდნენ, რომ შენ უნდა გახდე ყველაზე უფრო წარმატებული, ყველაზე უფრო განათლებული, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ადამიანი. მე-6 კლასში უკვე ვიყავი გაზეთის რედაქტორი და პრეზიდენტის სტიპენდიატი ძალიან მალე გავხდი. ანუ, პირველი შემოსავალი გამიჩნდა და პირველი ისეთი დიდხნიანი შესვენების მერე, იმიტომ, რომ ტელევიზორი გაფუჭებული გვქონდა, ტელევიზორი სწორედ ჩემი შემოსავლით ვიყიდეთ და იმ წელს მოვახერხეთ, რომ ფეხბურთის ჩემპიონატისთვის გვეცქირა.