Exclusive:„დამატებით, ფეხზე დასადგომი ბილეთები გაიყიდა... კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა...“- ანსამბლ „დიდგორის“ ტრიუმფი ოსლოში

ანსამბლ „დიდგორის“ სოლო კონცერტი - ოსლოს საეკლესიო მუსიკის ფესტივალი „On our way to European concert tour“ 

რამდენიმე დღის წინ, ანსამბლი „დიდგორი“ ევროპულ საკონცერტო ტურნეში გაემგზავრა.

ფესტივალის ფარგლებში, „დიდგორის“ პირველი სოლო კონცერტი, 12 მარტს, ოსლოს საკათედრო ტაძარში გაიმართა. საამაყო და სასიხარულოა ის ფაქტი, რომ წინა დღეს, თითქმის ყველა ბილეთი გაიყიდა.

კონცერტის დაწყებამდე ერთი საათით ადრე, ბილეთების სალაროსთან,  ჯერ კიდევ უზარმაზარი რიგი იდგა. საკათედრო ტაძარში, რომელიც 800 -მდე მაყურებელზეა გათვლილი, დამატებით, ფეხზე დასადგომი ადგილის ბილეთები გაიყიდა.

მგალობელ-მომღერალთა გუნდის „დიდგორი“ წევრ გივი აბესაძეს, „პრაიმტაიმი“ ოსლოში დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა:

„მადლობა დიდი ყურადღებისთვის! ოსლოს საეკლესიო მუსიკის ფესტივალის ფარგლებში გაიმართა „დიდგორის“ სოლო კონცერტი.

საკათედრო ტაძარში, მრავალფეროვანი რეპერტუარით წარვდექით. ყველა ბილეთი გაიყიდა, ამიტომ ფეხზე დასადგომი ბილეთები დაამატეს. მრავალრიცხოვანი მსმენელის წინაშე, კონცერტმა, სრული ანშლაგით ჩაიარა.

ანსამბლი „დიდგორი“ ევროპული ტურნეს ფარგლებში ჰოლანდიასა და შვეიცარიაში გამართავს კონცერტებს.

„პრაიმტაიმი“ წარმატებას უსურვებს ანსამბლ „დიდგორს“!