დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
17 ივლისს ქართული ცეკვის ლეგენდა, ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის სახელობის ანსამბლის ყოფილი მოცეკვავე ომარ მხეიძე, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გამოსვენება, თბილისის ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიიდან 20 ივლისს, 15 საათზე გაიმართება.
ლეგენდარულმა მოცეკვავემ უზარმაზარი როლი ითამაშა, ქართული ხალხური ცეკვის განვითარების საქმეში. მან 1984 წელს დატოვა მშობლიური ანსამბლი.
ომარ მხეიძე თბილისის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული ხელოვნების კათედრის კონსულტანტი და ამავე დროს, საქართველოს ჩოხოსანთა მოძრაობის ერთ-ერთ თვალსაჩინო ლიდერი იყო.
2004 წლიდან აირჩიეს საქართველოს სამეფო კლუბის წევრად, 2015 წლის 23 მაისიდან, სამეფო კლუბის ღვაწლმოსილი წევრი იყო.
„ომარ მხეიძე ქართული ხასიათის განსახიერებაა", „მან შექმნა ქართულ ხალხურ ქორეოგრაფიაში გმირის სახე", ომარ მხეიძის ცეკვაში არ არსებობს შეუსრულებელი ილეთები", „მფრინავი ვეფხვი", „ანსამბლის არწივი" - ასე აფასებდნენ მას სპეციალისტები თუ მაყურებელი. განაგრძეთ კითხვა
ასევე ნახეთ:
⇒ VIDEO: „მშვიდობით, მეგობარო მარიცა“ - კოლეგები მოულოდნელად დაღუპულ ჟურნალისტს ემშვიდობებიან