ეროვნულ გალერეაში „არტისტერიუმი 15 /2022“ - თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

reklama

ეროვნულ გალერეაში, არტისტერიუმის ორგანიზებითა და თბილისში პოლონური ინსტიტუტის მხარდაჭერით, პოლონური და აღმოსავლეთ ევროპული თანამედროვე ხელოვნების კოლექციების გამოფენა გაიმართება. ექსპოზიცია,  სახელწოდებით რადიკალური იმედი, ორმოცდაათამდე მხატვრის სხვადასხვა მედიუმში შესრულებულ ნამუშევრებს აერთიანებს.

ბიალისტოკის გალერეა არსენალის „კოლექცია II”, რომელსაც ეროვნულ გალერეაში არტისტერიუმის მაყურებელი ნახავს,  ერთ-ერთი საუკეთესო კოლექციაა პოლონეთში, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ პოლონური თანამედროვე ხელოვნების სცენას, უკანასკნელი 30 წლის მანძილზე, არამედ ცენტრალურ ევროპასაც. გამოფენის კურატორია მონიკა შევჩიკი, გალერეა „არსენალი“, ბიალისტოკი, პოლონეთი.

გამოფენა და მისი სახელწოდება შთაგონებულია ჯონათან ლირის ნაწარმოებით „რადიკალური იმედი“.  ეს არის წიგნი, რომელიც ცდილობს უპასუხოს სამ ფუნდამენტურ შეკითხვას:  როგორ ვიცხოვროთ სამყაროში, რომელმაც მოულოდნელად დაკარგა ყოველგვარი მნიშვნელობა? არის თუ არა იმედი ასეთ სამყაროში; და თუ არის, როგორ შეიძლება მისი გამოხატვა?

გამოფენის გახსნას ეროვნულ მუზეუმში დაესწრებიან პოლონელი სტუმრები: მიხალ კაპაპუდა  - ქ. ლუბლინის მერიის კულტურის დეპარტამენტის დირექტორი; ვოლდემარ ტატარჩუკი - ლუბლინის გალერეა „ლაბირინთის“ დირექტორი; მარეკ ვასილენსკი - პოზნანის გალერეა „არსენალის“ დირექტორი.

გამოფენის გახსნაზე გაკეთდება განცხადება 2024 წლის არტისტერიუმის, პოლონეთის ქ. ლუბლინში ჩატარების შესახებ, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართული თანამედროვე ხელოვნება და კულტურა.

გამოფენის კურატორის, მონიკა შევჩიკის აზრით, ვითარება, რომელშიც დღეს კულტურა და ევროპული საზოგადოება იმყოფება, შესაძლოა „რადიკალურ იმედში“ აღწერილ განადგურების საფრთხეს  შევადაროთ:  „დეზორიენტაციისა და დროის დასასრულის განცდა, გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა რაღაც არაპროგნოზირებადის, განუსაზღვრელის, მაგრამ გარდაუვალის წინ, როგორც ჩანს, ერთ-ერთი ყველაზე ღრმა გამოცდილებაა. ლირის მიხედვით, ეგზისტენციალური ჩიხიდან გამოსასვლელად მეგზური გვჭირდება, რომელიც ახალ მნიშვნელობებს, შესაძლებლობების ახალ ველს დაინახავს. შეუძლია თუ არა ხელოვნებას ამ როლის შესრულება? არიან თუ არა ხელოვანები ისინი, ვისაც რეალობის კომენტირებისას, ჯერ არარსებული გამოსავლის დანახვა შეუძლიათ?

„რადიკალურის იმედი“ მოიცავს ორი პოლონელი მხატვრის, მალგოჟატა ვიკტორის და ჰუბერტ ჩერეპოკის პერსონალურ პროექტებსაც.

მეორე პროექტი, რომელიც მე-15 არტისტერიუმის ფარგლებში ეროვნულ გალერეაში იქნება წარმოდგენილი, არის საერთაშორისო მხატვრების ვიდეო არტის პროგრამა ერთი ეკრანისთვის, სახელად „დაკავშირებული ობიექტები II“. პროგრამა ორგანიზებულია არტისტერიუმის პარტნიორ, სამხერთ კორეულ, საერთაშორისო გარემოს დაცვითი ხელოვნების სიმპოზიუმთან, Nine Dragon Heads-თან ერთად. რუსეთ-უკრაინის ომისადმი მიძღვნილი „დაკავშირებული ობიექტები II“, იგივე სახელწოდების პროექტის მეორე ნაწილია რომელიც, უკრაინისადმი სოლიდარობის გამოსახატად, 2022 წლის 24 თებერვალს, უკრაინის მშვიდობიან ქალაქებში რუსულ სამხედრო ინტერვენციას ეხმაურება.

კურატორები: პარკ ბიონ უკი (ს. კორეა), მაგდა გურული (საქართველო).

ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურას სახელმწიფო მუზეუმი მე-15 არტისტერიუმის ორ გამოფენას მასპინძლობს:

პაველ მატიშევსკი (პოლონეთი), პერსონალური გამოფენა „ხაზგასმული ნიუანსები“.

ქართულ-უკრაინული პროექტი „ხვალ“, ორი ქვეყნის მხატვრების და მწერლების მონაწილეობით.

კურატორები: მაგდა გურული, (საქართველო), ვიქტორია დანელიანი, (უკრაინა).

თანამედროვე ხელოვნების გალერეასა და სამუშაო სივრცეში - „კუბი კონტექსტში“

პოლონეთში მცხოვრები ბელორუსი მხატვრის, სერგეი შაბოჰინის პერსონალური გამოფენა

„სოციალური მარმარილო: ფილების ტექტონიკა“

კურატორი: კოკა ვაშაკიძე

თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმი ღია ცის ქვეშ

თბილისის სახ. სამხატვრო აკადემიის სტუდენტების გამოფენა

„დარბაზი მოკვდა, დარბაზი გაცოცხლდა“.

კურატორი: მარიამ შაქარაშვილი.

პროგრამა

2 ივნისი, ხუთშაბათი

ეროვნული მუზეუმის მუზეუმთა ჯგუფი - ეროვნული გალერეა | რუსთაველის გამზ, 11.

18:00 - 20:00 - არტისტერიუმი 15/2022 გახსნა.

გამოფენა: რადიკალური იმედი

პაველ ალთამერი (პოლონეთი), ბაბი ბადალოვი (აზერბაიჯანი/საფრანგეთი), დავიდ ჩიჩკანი (უკრაინა),ოსკარ დავიცკი (პოლონეთი), ვოიცეხ დოროშუკი (პოლონეთი),  ვიაჩესლავ დრუტა (მოლდოვა), პრავდოლუბ ივანოვი (ბულგარეთი), ნიკიტა კადანი (უკრაინა), ალინა კლეიტმანი (უკრაინა), ჟანა კადიროვა (უკრაინა), ტიგრან ხაჩატრიანი (სომხეთი), შიმონ კობილარჟი (პოლონეთი), კატარჟინა კოზირა (პოლონეთი), დაიანა ლელონეკი (პოლონეთი), ლეშეკ ლევანდოვსკი (პოლონეთი), ზბიგნევ ლიბერა (პოლონეთი), პიოტრ ლაკომი (პოლონეთი), სლავენ ტოლი (ხორვატია), მალგოჟატა ნიეძელკო (პოლონეთი), მარინა ნაპრუშკინა (ბელორუსი), ვიქტორ მარუშჩენკო (უკრაინა), ვიტეკ ორსკი (პოლონეთი), მაგდალენა ლაზარჩიკი (პოლონეთი), ვლადა რალკო (უკრაინა), მიკოლა რიდნი (უკრაინა), რობერტ რუმასი (პოლონეთი), იადვიგა სავიცკა (პოლონეთი), მალგოჟატა მირგა-ტასი (პოლონეთი), იზაბელა ტარასევიჩი (პოლონეთი), პიოტრ ვისოცკი (პოლონეთი), სერგეი შაბოჰინი (ბელორუსი/პოლონეთი), R.E.P. (უკრაინა).

პერსონალური პროექტები:

ჰუბერტ ჩერეპოკი (პოლონეთი);

კაროლინა ვიკტორი (პოლონეთი)

ვიდეო არტ პროგრამა ერთი ეკრანისთვის: დაკავშირებული ობიექტები II

ალექსანდრა იანიკი (პოლონეთი), ალი ბრამველი (ახალი ზელანდია), ქრისტოფ დუსე (საფრანგეთი), დანიელა დე მადალენა (შვეიცარია), გაბრიელ ადამსი (აშშ), ჰანის ეგერი (იტალია), ჯეინ დაერი (პორტუგალია), ლოურენს ვინსენტი (ავსტრალია), ლუის შენკი (ავსტრალია), უნა ჰაილენდი (ირლანდია), პარკ ბიონგ უკი, (ს. კორეა), ფილ დადსონი (ახალი ზელანდია), სო იანგი (ს. კორეა), სუზან მიულერი (შვეიცარია), იოკო კაიო (იაპონია), ჯეისონ ჰოუკი (ავსტრალია), კრის ტამი (ავსტრალია).

2 ივნისი, ხუთშაბათი

ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი (მეორე სართულის გალერეა)  |

გ. ჭანტურია ქ. 8.

17:00 – 18:00 - პაველ მატიშევსკი (პოლონეთი), პერსონალური გამოფენა, „ხაზგასმული ნიუანსები“.

3 ივნისი, შაბათი

თანამედროვე ხელოვნების გალერეა და სამუშაო სივრცეში - „კუბი კონტექსტში“ | მზიურის პარკი.

17: 00 - 19:00 - სერგეი შაბოჰინი, (ბელორუსია/პოლონეთი), პერსონალური გამოფენა,

„სოციალური მარმარილო: ფილების ტექტონიკა“.

10 ივნისი, პარასკევი

ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი (პირველი სართულის გალერეა |

გ. ჭანტურია ქ. 8.

18:00 – 20:00 - ქართულ-უკრაინული გამოფენა „ხვალ“.

საქართველო: ანა კორძაია სამადაშვილი, ნინო ხარატიშვილი, ლადო ფოჩხუა, ბესო უზნაძე, გურამ წიბახაშვილი, მარიამ ნატროშვილი, დეთუ ჯინჭარაძე.

უკრაინა: ალექსანდრა კროლიკოვკსა, ანდრიი ზელინსკი, ანტონ კირიუკი, ანტონ ლოგოვი, ლილია ჩავაგა, მაქსიმ კოზლოვი, მარია პროშკოვსკა, მარიია დროზდოვა, მარიია პროკოპენკო, მარიია ვიშედსკა, მიხაილო ჟარჟაილო (თანამშრომლობა: პიოტრ არმიანოვსკი, რომან ჰაიდაიჩუკი), ნიკიტა ვლასოვი, ვიტალი იანკოვი, ჟენია მაჩკოვსკა, ზოია ლაკტიონოვა.

19 ივნისი, კვირა

თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმი ღია ცის ქვეშ.

16:00 – 18:00 - თბილისის სახ. სამხატვრო აკადემიის სტუდენტების გამოფენა

„დარბაზი მოკვდა, დარბაზი გაცოცხლდა“.

ქართლოს ბიკაშვილი, გვანცა აგირბა, ილია დავარაშვილი, თამარა ჯახუა, ლუკა გუგუშვილი, ნინო ილურიძე, ნიკა ხაბელაშვილი, მანერი ანდღულაძე, დათუნა ბარნაბიშვილი, მარიამ გელაშვილი, ელისაბედ აფაქიძე, ლუკა კიკნაძე, ეთერ ველიჯანაშვილი, გურანდა ამენეა, ნანა გოგოლაშვილი, ნინა ნარიმანიშვილი.

არტისტერიუმი 15 / 2022 მხარდამჭერები არიან:

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო;

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა

და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური;

პოლონური ინსტიტუტი თბილისში;

თიბისი ბანკი.