დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
10 იანვარს ნატო გელაშვილს პირველი შვილიშვილი შეეძინა. გიორგი ჭოხონელიძე და ანეტა ნიკურაძე ვაჟის მშობლები გახდნენ. პატარას გიორგის ძმის სახელი - ლუკა დაარქვეს.
„ბებიის ამპლუაში როგორი ვარ და შენიშვნების მიცემა აქამდე არ ვიცოდი და ახლა გიორგის და ლუკას სულ შენიშვნებს ვაძლევ: ხალხში დადიხართ და ბავშვს არ მიეკაროთ, პირბადე ატარეთ, არაფერი გადასდოთ-მეთქი. ამდენი შენიშვნა ერთად არ მიმიცია ბიჭებისთვის“,- ამბობდა მომღერალი პატარა ლუკას დაბადების შემდეგ.
ნატო გელაშვილმა ცოტა ხნის წინ შვილიშვილის ფოტო გამოაქვეყნა წარწერით:
„დილამშვიდობისაო. მე პატარა ლუკა ჭოხო ვარ… გუშინ გავქრისტიანდი, კეთილი იყოს ჩვენი გაცნობა“,- წერს ნატო გელაშვილი.