„ეს ჯანმრთელობის რისკის ფასად მირთმეული პროდუქტია” – რომელ პროდუქტებზე გვაფრთხილებს მარი მალაზონია
1732272216
„დღეს მეცხრე დღე შესრულდა ბუბას გარდაცვალებიდან. ვაკურთხეთ მისი საფლავი, სადაც ასევე განისვენებს მისი დედა - მანანა ბაგრატიონი“, - წერს სოციალურ ქსელში რატი აბზიანიძე, ლეგენდარული არტისტის პროდიუსერის, სოსო აბზიანიძის შვილი.
ბუბას დედა პირველ ჯაზორკესტრში მღეროდა, რომელსაც მისი ძმა, მომღერალი და მუსიკოსი, ჯანო ბაგრატიონი უწევდა ორგანიზებას. მანანა ბაგრატიონი წლების მანძილზე, სიონის მგალობელი იყო.
მოგვიანებით, ერთ ინტერვიუში ბუბა იხსენებს. "დედა მორწმუნე ქალი იყო. სულ გალობდა სიონის ეკლესიაში. ერთი რამ მითხრა, რომელიც სულ მახსოვს. იესო ქრისტე სხვადასხვა ტაძრებში სხვადასხვანაირადაა დახატული. ერთმანეთს არ ჰგავს. - დედა, იცნობ-მეთქი? - ვკითხე მაცხოვარზე. - ყოველ დღე ვხედავო. - ვინ არის ღმერთი-მეთქი? - შენ ხარო, - მიპასუხა. - მე როგორ-მეთქი? - ყველა ადამიანში ღმერთია. როგორი კაციც გაიზრდები, ისეთი ღმერთი გეყოლებაო... სწორი თქვა...".
ლეგენდარული არტისტი 15 იანვარს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, კლინიკაში გარდაიცვალა. ნათლისღებას ვერის სასაფლაოზე, მისივე ანდერძის თანახმად, დედის გვერდით დაკრძალეს.