პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
პოეტი ტარიელ ხარხელაური, სოციალურ ქსელში, თავის ლექსს აქვეყნებს, რომელსაც დიდი გამოხმაურება და ბევრი გაზიარება აქვს.
ტარიელის ლექსები, ერთადერთი ვაჟის გარდაცვალების შემდეგ, ძალზეც ემოციური, ძარღვიანი და სევდიანია.
გთავაზობთ ლექსს.
"გამწირე! ღიმილს მამადლი - შენც გამიმეტე, იაო.
ავად ვარ, ძლიერ ავად ვარ,
ვკვდები, ძვლებს მიფქვავს ჭიაო.
რაკი სამზეოს ვბოგინობ, რაკი თვალი მაქვს ღიაო.
გამხსენ, ჩამხედე, დობილო, სუყველა მხრიდან მტკივაო.
ამოვისუნთქავ, ფილტვიდან სისხლის ნაფლეთი მცვივაო,
რაც უნდა ცეცხლი შემინთო, ვეღარ გავლხვები, მცივაო,
რას სჩადი, ღიმილს მამადლი, ღიმილს მამადლი, იაო."
ტარიელ ხარხელაური