ანსამბლ „რუსთავს“ და ანსამბლ „საგალობელს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მემორანდუმი

საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „რუსთავს“ და ა(ა)იპ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულ ანსამბლ „საგალობელს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ემორანდუმს ხელი ანსამბლ „რუსთავის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით შანიძემ და ანსამბლ „საგალობელის“ დირექტორმა თამაზ დაუშვილმა მოაწერეს. მემორანდუმის მიზანია მხარეთა საერთო ინტერესების ფარგლებში კულტურულ - შემოქმედებითი ურთიერთობა. ასევე, აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში ხელი შეეწყობა ფოლკლორის განვითარებას და ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვას. ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ, ანსამბლებმა ერთობლივი რეპეტიცია ჩაატარეს და რაჭული სიმღერები შეასრულეს.