ცნობილი ქართველი ჟურნალისტი გარდაიცვალა
1734898872
მაია ბარათაშვილი ამბობს, რომ არ გაფიცულა და მომხრეა ქვეყანაში კონცერტები ჩატარდეს.
„არ გავფიცულვარ, არც საახალწლო კონცერტი გამიუქმებია იმიტომ, რომ ვალდებულებები მაქვს და ამისთვის მე ბოდიშს ვერ მოვიხდი. ვთვლი, რომ ხელოვნების მთავარი მისია ადამიანების შეკავშირებაა, ხელოვნების მთავარი მისია არის ხიდების გადება ადამიანებს შორის.
მაგალითი მინდა მოვიყვანო – მეოცე საუკუნის გარიჟრაჟზე როდესაც ჯაზი, როგორც უნიკალური ხელოვნების ფორმა ისახებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ძალიან მწვავედ იდგა რასობრივი დისკრიმინაციის თემა. მოგეხსენებათ, რომ ელა ფიცჯერალდს არ უშვებდნენ კლუბში და კიდევ მრავალი აფროამერიკელის უფლებები ირღვეოდა.
მაშინ ჯაზი იყო მეინსტრიმი და სრულდებოდა ანდერგრაუნდში. იქ საცეკვაოდ თავს იყრიდა როგორც თეთრკანიანი მოსახლეორა, ასევე აფროამერიკელები. იქ არავის არ აინტერესებდა რასობრივი სეგრეგაციის საკითხი, რასობრივი დისკრიმინაცია იქ საერთოდ არ ხდებოდა.
ამიტომ მე ვთვლი, რომ ხელოვნებას აქვს დიდი მისია, გაამთლიანოს, დააკავშიროს თუნდაც გატეხილი გულები, ადამიანები შეაკავშიროს. ამიტომ მე მომხრე ვარ იმის, რომ კონცერტები ჩატარდეს.
ეს არის ჩემი შემოსავლის წყარო, მაგრამ ამის გარდა მე ვიტყვი იმას, რომ ხელოვნება ძალიან მნიშვნელოვანია ორი დაპირისპირებული მხარის შერიგების საქმეში,“ – ამბობს მაია ბარათაშვილი.