ალენ დელონი პატრიარქთან სტუმრად (ფოტოამბავი არქივიდან)

alen deloni

ფრანგი მსახიობის, მსოფლიოს კინოვარსკვლავის ალენ დელონის ირგვლივ ორი დღეა მითქმა-მოთქმა არ წყდება.

მიმდინარე წლის, 31 მარტს, შვილმა, ანტონი დელონმა  ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ მსახიობმა სიცოცხლის დასრულება ევთანაზიით გადაწყვიტა.

RTL-თან ინტერვიუში ენტონიმ განაცხადა, რომ ალენ დელონმა ევთანაზიით სიცოცხლის დასრულების შესახებ თავისი გადაწყვეტილება ანდერძში დააზუსტა და შვილს სთხოვა, რომ ყველა საჭირო საკითხი მოეგვარებინა და ბოლომდე მასთან დარჩენილიყო.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს დელონი დღეს ასრულებს სიცოცხლეს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

შვილმა, ანტონი დელონმა, სოციალურ ქსელში კანის კინოფესტივალის გახსნა მამის წიტელ ხალიჩაზე გადაღებული ფოტოს გამოქვეყნებით აღნიშნა. თუმცა ფოტო 2019 წელსაა გადაღებული.

ჩვენ კი გავიხსენეთ კინოვარსკვლავის საქართფველოში სტუმრობა. ის ჩვენს სამშობლოს 2015 წელს სტუმრობდა და პატრიარქსაც შეხვდა. მიღება საპატრიარქოში გაიმართა.

"ძალიან დიდი პატივია ჩემთვის, უზომოდ გახარებული ვარ პატრიარქთან შეხვედრით", - აღნიშნა ალენ დელონმა.

ფრანგმა კინოვარსკვლავმა საპატრიარქოში ქართული საგალობლები მოისმინა.