ალენ დელონს ევთანაზია სურს - რატომ მიიღო ფრანგული კინოს ვარსკვლავმა ეს გადაწყვეტილება?

ალენ

ფრანგული კინოს ვარსკვლავს 86 წლის ალენ დელონს ნებაყოფლობითი სიკვდილი სურს, რათა დაავადებებისგან არ დაიტაჯოს. მსახიობი აპირებს უახლოეს მომავალში ევთანაზიას მიმართოს. ამის შესახებ უცხოური გამოცემები აქტიურად წერენ. 

ფრანგული კინოს ლეგენდა, მილიონობით ქალის კერპი და ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსახიობი ახლა მსოფლიო ტაბლოიდების ფურცლებზეა.

ცნობილი გახდა, რომ ალენ დელონი, რომელსაც ბოლო წლებში ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და მდგომარეობა უარესდება (2019 წელს მსახიობმა ორმაგი ინსულტი გადაიტანა), სიკვდილზე ფიქრობს.

ერთ-ერთ ინტერვიუში მან ერთხელ თქვა, რომ ადამიანს აქვს უფლება აირჩიოს სად და როდის უნდა მოკვდეს. ახლა დელონი ცხოვრობს შვეიცარიაში, სადაც პროცედურა ლეგალური და დაშვებულია.

„გარკვეული ასაკიდან, გარკვეული მომენტიდან, ჩვენ გვაქვს უფლება ჩუმად წავიდეთ ჯოჯოხეთში, საავადმყოფოების, ინექციების და სხვა რამის გავლის გარეშე…“, - ამბობს მსახიობი.