პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უცხოურ და ქართულ მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ 86 წლის ალენ დელონს სიცოცხლის დასრულება ევთანაზიით სურს.
ინფორმაციის წყარი მისი შვილის, ანტონ დელონის ინტერვიუ გახდა, სადაც ის ამბობდა: „როდესაც მამაჩემმა მთხოვა, რომ მე მის გვერდით ვყოფილიყავი ამ მომენტში, ეს ძალიან მძიმედ მივიღე. მე ასევე ვიყავი დედასთან ერთად, როდესაც ის გარდაიცვალა. ჩვენ ერთად ვიყავით, დედა, მამა და დეიდა. დედას მძიმე სენი ჰქონდა. დილის 11 საათზე დაგვტოვა დედამ და ეს იყო ჩემი ცხოვრების უმძიმესი დღე.“
ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, მედია-საშუალებებში გამოქვეყნდა დელონის შვილის მიმართვა, სადაც მან განაცხადა, რომ ჟურნალისტებმა სიმართლე დაამახინჯეს.
დასკვნა: მედიამ დელონის უფროსი შვილის წიგნიდან, კონტექსტის დამახინჯებით, ამონარიდი გაავრცელა. შესაბამისად, ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ ალენ დელონს, ევთანაზიის საშუალებით, სურს სიცოცხლის დასრულება არ შეესაბამება სიმართლეს.