44 წლის მოდელი, ნინო ცქიტიშვილი დემნას კამპანიაში - „მადლობა ამ საოცნებო შესაძლებლობისთვის"

დემნა

ნინო ცქიტიშვილი "მის საქართველო 1997"-ისა და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სააგენტოს, Look Models-ის დამფუძნებელია. ის მოდელ, თაკო ნაცვლიშვილის დედაა. 

ის 44 წლის ასაკში აქტიურად განაგრძობს საქმიანობას. ნინო, ამჯერად Balenciaga-ს ახალ კამპანიაში მონაწილეობს. მან სამოსი ბრენდის 2023 წლის შემოდგომის კოლექციიდან მოირგო:

"მადლობა ამ საოცნებო თავგადასავლისთვის, შესაძლებლობისთვის და მოგზაურობისთვის BALENCIAGA-ს სამყაროში" - წერს ის.