ახალი ინფორმაცია კლინიკიდან, პატრიარქის მდგომარეობის შესახებ
1773730969
14 იანვარი ქართული თეატრის დღეა, რომელიც მწერალთა სახლში აღინიშნა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო გამოფენა, რომელიც საქართველოს სახალხო არტისტის - გიორგი გეგეჭკორის დაბადებიდან 100 წლისთავს მიეძღვნა.
ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს თეატრალურ საზოგადოებასა და მწერალთა სახლს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
საზეიმო ვითარებაში აღნიშნეს ჟურნალ "თეატრის" 115 წლისთავიც. მიმოიხილეს გასული წლის თეატრალური ცხოვრება და ასევე გაიცა სპეციალური ჯილდოები.