„ახალი თვალით ვუყურებ სამყაროს…“ - ელენე ეპიტაშვილის გულახდილი ინტერვიუ
1745610132
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში 49 წლის მამაკაცი დაჭრეს.
მამაკაცს ჭრილობა ქვედა კიდურის არეში, ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.
ადგილობრივების ინფორმაციით, ნათესავმა მამაკაცმა დაშავებულს იარაღი, საცხოვრებელი სახლის ფანჯრიდან დამიზნებით, ორჯერ ესროლა.
მომხდარის მოტივი ჯერჯერობით დაუდგენელია, რადგან ნათესავებს წარსულში კონფლიქტი არ ჰქონიათ.
დაჭრილი მამაკაცი თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მას უკვე ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია და ექიმების თქმით, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
პოლიციამ ბრალდებული უკვე დააკავა.
სტატიის სხვა ვებგვერდზე გამოქვეყნება აკრძალულია რედაქციასთან შეთანხმების გარეშე