პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
პალიტრავიდეომ მოამზადა სპეციალური რეპორტაჟი, რომელიც გლდანში არსებულ უჩვეულო ამბავს ეხება.
როგორც ჟურნალისტი სიუჟეტში ჰყვება, ქალი, რომლის გამოც უბნის მცხოვრებლები შეშინებულები არიან, გლდანის მე-6 მიკროში ცხოვრობს და ხშირად იმ პარკში იმყოფება, სადაც დღის განმავლობაში უამრავი ბავშვი თამაშობს.
გრძელ, შავ ანაფორაში ჩაცმული ქალი ბოლო რამდენიმე კვირაა გლდანის მოსახლეობას აშინებს.
ბოლო ინციდენტი ერთი კვირის წინ მოხდა, როცა ახალგაზრდა ქალს მცირეწლოვანი შვილები საბავშვო ბაღში მიჰყავდა. ის თავს დაესხა და ბავშვების თვალწინ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მის მცირეწლოვან შვილებზე კი ფსიქოლოგიურად იძალადა.
რამდენიმე დღის წინ ახალგაზრდა გოგო ორ შვილთან ერთად ყოფილა და უცებ ეს ქალი თმაში წვდა დედას და ეუბნებოდა, რომ ეს შვილები წყალში უნდა დაახრჩოო. იყო კივილი. თმებიდან ხელს არ უშვებდა. მერე მივიდნენ მისაშველაბლად. ძალიან სახიფათო ამბავია“,- ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, ის შვილმკვდარი დედაა. დაზრალებულებმა უკვე მიმართეს პოლიციას და თავდამსხმელის ფიზიკური მონაცემებიც აღუწერეს. ასევე სოციალურ ქსელში ვრცელდება თავდამსხმელის ფოტოებიც.
დაზარალებულების თქმით, ქალი, ძირითადად, მაშინ ხდება აგრესიული, როცა ქუჩაში ორსულებს და ბავშვებს ხედავს.