ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
არყის მაგნატად ცნობილი ქართველი ბიზნესმენის ნიკოლოზ დავითაშვილის მკვლელობა 3 წლის შემდეგ გახსნილად გამოცხადდა. დავითაშვილის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობის ბრალდებით ჩეჩენი ეროვნების, 39 წლის შარხან გაკაევია დაკავებული.
ნიკოლოზ დავითაშვილი 2019 წლის 26 ნოემბერს გაუჩინარდა, მოგვიანებით კი მისი ცხედარი ჭაში ჩაგდებული იპოვეს.
ქილერის დაკავების კადრები სოციალურ ქსელში კიევის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ანდრეი ნებიტოვმა გაავრცელა. ნებიტოვი 3 წლის წინ მომხდარი მკვლელობის დეტალებზეც წერს.
„ჩვენმა პოლიციამ დააკავა ქილერთა ჯგუფის წევრი, რომელიც დიდი ხანია საერთაშორისო ძებნაშია. რუსეთის ფედერაციის 39 წლის მოქალაქე ქართველი ბიზნესმენის, ნიკოლოზ დავითაშვილის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. ცივსისხლიანი მკვლელობა წინასწარი შეთანხმებით, კარგად იყო ორგანიზებული. მსხვერპლს რამდენჯერმე ესროლეს მკერდსა და კისერში, რის შემდეგაც ცხედარი ჭაში ჩააგდეს. მადლობა კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს და სპეცრაზმის მებრძოლებს ბრწყინვალე სპეცოპერაციისთვის“, - წერდა ანდრეი ნებიტოვი.
ქილერის დაკავების მიუხედავად, კვლავ უცნობი რჩება დანაშაულის მოტივი, ისევე როგორც მკვლელობის შემკვეთის ვინაობა.
ცნობილია მხოლოდ ის, რომ ქართველი ბიზნესმენის განზრახ მკვლელობისთვის შარხან გაკაევს უვადო პატიმრობა ემუქრება.